Home » ეს საინტერესოა » გერმანელი მეცნიერების შოკისმომგვრელი განცხადება – სიცოცხლე გრძელდება სიკვდილის შემდეგ

გერმანელი მეცნიერების შოკისმომგვრელი განცხადება – სიცოცხლე გრძელდება სიკვდილის შემდეგ

არის თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?-როგორც იქნა გერმანელმა მეცნიერებმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შესძლეს, მათი ექსპერიმენტი შოკისმომგვრელია.

ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ფსიქოლოგებისა და ექიმებისგან შემდგარმა ჯგუფმა საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა-სიცოცხლე გრძელდება სიკვდილის შემდეგ-განაცხადეს მათ.

მათ თავიანთი განცხადება კლინიკური ექსპერიმენტით გაამყარეს. მეცნიერები 20 წუთის განმავლობაში აკვირდებოდნენ პაციენტებს, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს. 4 წლის განმავლობაში ცდები ტარდებოდა 944 მოხალისეზე, რომლებზეც იყენებდნენ ისეთ მედიკამენტებს, როგორიც არის ადრენალინი და დიმეტილტრიპტინი. ეს მადიკამენტები ორგანიზმს ხელს უწყობს გადაიტანოს კლინიკური სიკვდილი. ამის შემდეგ პაციენტებში გამოწვეული იყო დროებითი კომატოზური მდგომარეობა. ამისთვის ექიმები იყენებდნენ 7 სხვადასხვა პრეპარატს, რომლებიც გაფილტრული იყო ოზონით, ოზონი კი აღებული იყო პაციენტის სისხლიდან რეანიმაციაში, როცა კომა 18 წუთის დამდგარი იყო.

ამ ექსპერიმენტის ჩატარება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც გამოყენებაში ჩაეშვა გულისა და ფილტვების რეანიმაციის მანქანა Auto Pulse. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს აპარატი გამოიყენება იმ ადამიანების რეანიმაციისთვის, რომლებიც 40 წუთიდან 1 საათის განმავლობაში იყვნენ გარდაცვლილები.

ცდებს ხელმძღვანელობდა ექიმი ბარტოლდ აკერმანი. შედეგებმა აჩვენა, რომ სიცოცხლეს დაბრუნებული პაციენტების მონაყოლი ერთნაირი იყო, სულ მცირე განსხვავებებით. პაციენტები ყვებოდნენ როგორ გრძნობდნენ სხეულის დატოვებას, მერე სითბოს, ქრებოდა ყველანაირი შიში, ისადგურებდა სიმშვიდე, გრძნობდნენ ლევიტაციას და ხედავდნენ სინათლეს.

ექიმების განცხადებით, მათ სპეციალურად შეარჩიეს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები და დადგინდა, რომ ყველას გრძნობა მსგავსი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ადრე ჩატარებული ექსპერიმენტების შემდეგ მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფმა დადო დასკვნა, რომ კლინიკური სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეში დაბრუნებულების რეაქციები მხოლოდ ილუზიაა, ექიმ აკერმანის ექსპერტთა ჯგუფი მაინც აცხადებს, რომ ეს რეალობაა, რომელიც მათმა კვლევებმა ნათელი გახადა და დაადასტურა.

-„მე ვიცი, რომ ჩვენი შედეგები ბევრი ადამიანის შეხედულებას დაანგრევს, მაგრამ ცდების შედეგად ჩვენ გავეცით პასუხი კაცობრიობისთვის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ კითხვას. იმედი მაქვს საზოგადოება შეგვინდობს. დიახ, არის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ და როგორც ცანს ეს ყველა რელიგიის წარმომადგენელს ეხება!“-განაცხადა მსოფლიო სამეცნიერო კონფერენციაზე ექიმმა აკერმანმა.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ...