You are here
“მიდის დაბოლება! წაიკითხეთ პრეზიდენტის  უფლებამოსილება და კონსტიტუციის ფარგლებში ილაპარაკეთ!” მთავარი პოლიტიკა 

“მიდის დაბოლება! წაიკითხეთ პრეზიდენტის უფლებამოსილება და კონსტიტუციის ფარგლებში ილაპარაკეთ!”

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე პრეზიდენტობის კანდიდატებს საჯაროდ მიმართავს:

-ვუსმენ პრეზიდენტობის კანდიდატებს: ზოგი აპირებს ერთი სქესის პრეზიდენტი იყოს, ზოგი პენსიებს გვპირდება, ზოგი ეკონომიკის აყვავებას და მიდის ასე დაბოლება.

ხალხნო, წაიკითხეთ კონსტიტუცია და პრეზიდენტის ის უფლებამოსილება, რომელიც ძალაში ინაუგურაციის შემდეგ შედის, გაერკვიეთ კარგად რა უნდა აკეთოთ, რისი უფლება გექნებათ და ამის შემდეგ შემოგვთავაზეთ საპრეზიდენტო პროგრამა.

ხედვები კი არა, ხედვები თქვენთვის დაიტოვეთ, პროგრამა შემოგვთავაზეთ, დეტალური, კონსტიტუციურ უფლებებზე დაყრდნობით.

ახლანდელი დაპირებები 2020-ისთვის შემოინახეთ, გამოგადგებათ. ჩვენ გავიზარდეთ, თქვენ?

ჰოდა, მოგვიყევით ამ კონსტიტუციის ფარგლებში როგორი პრეზიდენტი იქნებით და რას იზამთ.

Comments

comments

Related posts