Home » მთავარი » ბაღებში აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმით მოხდება

ბაღებში აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმით მოხდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აღსაზრდელთა დამატებით რეგისტრაციას აცხადებს.

2018-2019 სააღმზრდელო წლებისთვის, დამატებითი რეგისტრაციის მიზნით, განცხადებების მიღება საბავშვო ბაღებში 20 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, აღსაზრდელთა რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდება: განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები; დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა); ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები; სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს); იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი; სხვა დანარჩენი განცხადებები.
„რეგისტრაციის მსურველებმა კონკრეტულ საბავშვო ბაგა-ბაღს განცხადებით უნდა მიმართონ და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ. კერძოდ, ბავშვის დაბადების მოწმობა; რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა, რითაც ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება; სამედიცინო ცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის; ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ; თანამშრომლის შვილის შემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში.განაცხადების მიღება სასურველ ბაგა-ბაღში იწარმოებს, საიდანაც მათი გადაგზავნა ბაღების მართვის სააგენტოში მოხდება. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბავშვი შესაბამის ბაგა-ბაღში ჩაირიცხება“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ახლა კი

როგორ მოვამზადოთ ბავშვი ბაღში წასასვლელად – ელზა ჩინჩახაშვილის რჩევა მშობლებს

იხ.

http://www.gmtv.ge/44996-2/

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...