You are here
რას წერენ სოციალურ ქსელში ახალ გუბერნატორებზე…. F-vews მთავარი 

რას წერენ სოციალურ ქსელში ახალ გუბერნატორებზე….

დღეს პრემიერმა 6 რეგიონის ახალი გუბერნატორები დაასახელა.

http://www.gmtv.ge/45381-2/

მათი დასახელება ოფიციალურად მოხდა დღეს, თორემ უკვე რამდენიმე დღეა კულუარებიდან გამოსული ინფორმაცია ვრცელდება და ჭორის დონეზე მოარული ხმები როგორც ყოველთვის დღესაც გამართლდა.

6 ახალი გუბერნატორი დასახელებულია.

თვალი გადავავლოთ რა ხდებოდა სოციალურ ქსელსა და მედიაში სავარაუდო და უკვე დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით.

მას მერე, რაც ხმა გამოვიდა, იმერეთის ახალი გუბერნატორი გენერალი შავლეგო ტაბატაძე იქნებაო, სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი დაიწერა. ხალხი იხსენებდა მისი გენერლად წოდებამდე ტაბატაძის მეუღლის სტატუსს-მომილოცეთ, გენერლის ცოლი ვხდებიო. მერე თავად გენერლის წარსულზეც წერდნენ. გვიან საღამოს კი უკვე მედიამაც აქტიურად დაიწყო სავარაუდო გუბერნატორზე წერა.

http://kutaisitoday.com/narkomani-generali-imerethis-gubernatorad-romlis-dzma-narkotikebis-zemoqmedebis-shedegad-daighupa/

პრემიერის ბრიფინგამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა გურიის გუბერნატორმა.

http://www.gmtv.ge/45372-2/

ბახტაძის ბრიფინგი სწორედ ამ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ ჩატარდა, სადაც ვნახეთ, რომ მერაბ ჭანუყვაძეუცებ მოუძებნეს შემცვლელი. გურიის რეგიონის რწმუნებულად პრემიერმინისტრმა ზურაბ ნასარაია დაასახელა.

ახალი გუბერნატორის დანიშვნას უმალვე გამოეხმაურა ჟურნალისტი ელისო ჯანაშია.

გურულებო, ფრთხილად არჩევნებზე! თქვენი ახალი გუბერნატორი ნასარაია – კოპერფილდი, კიო და ვადაჭკორია ერთად აღებულია არჩევნების გაყალბებაში, მესის ტექნიკით , კარგი გამოცდილება აქვსო, პრემიერმა. სხვა არ ვიცი და არჩევნების გაყალბების შესაშური გამოცდილება აქვს ნოღაიდელთან, მაჭავარიანთან და ხათუნა გოგორიშვილთან ერთად და კიდევ ფოთის მიწების ყალბი ბეჭდებით გასხვისების.
უდაოდ დაგჭირდებათ არჩევნებში მისი ეს”დიდი გამოცდილება” და კიდე, კითხეთ ერთი რამდენი მიწა აქვს გადაფორმებული მეგობარ ქალზე, რომელიც კარგად ანჯღრია პროკურატურამ, მაგრამ მერე ეგეც ჩაფარცხეს. როგორ უტყაპუნებდნენ ყალბ ბეჭდებს და წინა თარიღებით არიგეს ფოთის საუკეთესო მიწები, ეგ პროკურატურას კითხეთ. დევს ეგ საქმე მანდ თაროზე.
მაგ თემაზე მქონდა ადრე ჟურნალსიტური გამოძიება და კარგად მახსოვს ეგ ამბები.

სუს-მა მოიძიოს 1996 წელს ფოთის მერიაში გაყალბებული ბეჭდით, წინა რიცხვებით, როცა მიწის გადასახადები არ იყო, რამდენი მიწა აქვთ გაცემული და საიდან აქვს მის ახლობელ ქ-ნ ნანა ვეკუას ამდენი მიწა გაფორმებული, ახლა რომ ლაწა-ლუწით ყიდის და უაცილებლად შეგხვდებათ ზურა ნასარაიას სახელი.“-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი.

იუმორით ნარევი სტატუსით ეხმიანება ახალ გუბერნატორს ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე:

-ყველაფერი ნათელია, ახლა მოდიან ედუარდ შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები, მერე მოვლენ ნაციონალები და მერე ისევ ოცნება …ამ გურულებს რასაც “გვჩუქნიან“ კი ვართ ღირსები”.

ესეც, ისე, ცნობისთვის -ნასარაია, საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

  • საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი
  • საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით

არც შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი დარჩა საზოგადოების ყურადღების მიღმა.

ხათუნა კალმახელიძის კადრი გუბერნატორად?

ბაჩო ახალიაც დაგვენიშნა სადმე, იქნებ უნდა, ვკითხოთ…დიახ, კალმახელიძის ყველაზე ერთგული კადრი  დღეს, გუბერნატორია, გილოცავთ!-წერს ირაკლი ლატარია.

თუმცა, ჟურნალისტი ია თინიკაშვილი სწორედ გიორგი ხოჯევანიშვილზე წერდ პრემიერის ბრიფინგამდე:

– „ორივე ძმა ხოჯევანიშვილი კარგი კანდიდატურაა გუბერნატორის პოსტზე და რომელიც გინდათ, დანიშნეთ. განათლებას და კვალიფიკაციას ვერ დავუწუნებთ, გამოცდილებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, სახელი არ გასვრიათ დღემდე და ეს ყველაფერია რაც გვინდა“.

ვნახოთ-მოედანიც გვაქვს და ბურთიც-უკვე…

საზოგადოება აქტიურად განიხილავს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალ გუბერნატორს, ალექსანდრე მოწერელიას.  აი აქ უნდა ითქვას, რომ სოციალურ ქსელში უფრო მეტი დადებითი სტატუსია, თუ ყველას გავაერთიანებთ აზრი ასეთი იქნება:

-მისი წარსული საქმეები ვიცით,  უმაგრესი ბიჭია, თავს რომ დადებ მის კაცობაზე, ისეთი ბიჭია“-წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ფოთის მმართველობაში კარგად ჩახედული ჟურნალისტი ელისო ჯანაშია კი წერს:

-„აწკავწკავებულები არიან ფოთის მმართველობაში, გუბერნატორად ალეკო მოწერელია დაინიშნაო. რაღაც ისე ვერ მოხდა, როგორც უნდოდათ. აი, რაში მაინტერესებს ვინ იქნება გუბერნატორი, როცა თვითმმართველობა არ ხორციელდება ადგილებზე და ცენტრალიზებული მმართველობა ჭამს ქალაქებს, ვერ ვითარდება, იძარცვება ამ ხაზინის ქურდების ხელში. წალეკა კორუფციამ, ჩინოვნიკთა უცოდინრობამ და გულგრილობამ.
ამაზე კი არ იბრაგუნებენ გულზე მჯიღებს აქაური ფეოდალები – კლანმა ვერ მოახერხა თურმე საკუთარი კანდიდატურის გაყვანა.
და რისთვის უნდა ეს კლანს?
რომ სქემებში კარგად ისხდნენ და ისევ ძოვონ ხელშეუშლელად, თორემ ქალაქი და მისი განვითარება ახატიათ ტიპებს.
ვაი, თქვენს ხელში ამ უბედურ ქალაქს და ქვეყანას…
ციხეებშია გამოსამწყვდევი, ვინც ქალაქების განვითარებას აფერხებს და წლებია სისხლს წოვს აქაურობას – უკორუმპირებულესი ქანთარიადან დაწყებული დღემდე“

მოკლედ, ვინ არის მოწერელია და რა გეგმები აქვს, ამას „თაიმერის“ ექსკლუზიური ინტერვიუდან შევიტყობთ, ალბათ გუბერნატორობამდე ჟურნალისტისთვის მიცემულ პირობას აასრულებს და ღია ინტერვიუს დათანხმდება.

სოციალური ქსელი ისევ „დუღს“. დანარჩენ ახალ გუბერნატორებზე ოდნავ მოგვიანებით…ისე კი, არჩევნების მოახლოება იგრძნობა ქვეყანაში….

 

Comments

comments

Related posts