You are here
სამუშაო შეხვედრა LOGDEV-ის მოსამზადებლად მთავარი სამხედრო საქმე 

სამუშაო შეხვედრა LOGDEV-ის მოსამზადებლად

IV მექანიზებულ ბრიგადაში 2019 წელს დაგეგმილი ლოგისტიკის მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება “LOGDEV 19” სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

სემინარს აშშ-ის ევროპის სარდლობისა და გაერთიანებული შტაბის J-7 წარმომადგენლები ატარებენ. სამუშაო შეხვედრა სწავლების წინამოსამზადებელ პერიოდს ეფუძნება და საქართველოს, აშშ-ის, იტალიის, ბოსნიის, ფინეთის, მაკედონიის, უკრაინისა და აზერბაიჯანის ქვეყნების ლოგისტიკის სამხედრო მოსამსახურეები ესწრებიან.

სემინარის ფარგლებში ლოგისტიკისა და გადაზიდვების სპეციალისტები (ოპერატორები) მომზადდებიან და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლოგისტიკის განვითარების პროგრამას, ნატოს პოლიტიკასა და კონცეფციებს უკეთ გაეცნობიან. მრავალეროვნული ლოგისტიკური სამეთაურო-საშტაბო “LOGDEV 19” სწავლება მიზნად ისახავს ლოგისტიკის პერსონალის მომზადებას მრავალეროვნული ოპერაციების დაგეგმარებაში, აღსრულებაში, ძალთა გადასროლასა და უზრუნველყოფაში. ლოგისტიკის პერსონალს შესაძლებლობა ექნება კრიზისებისა და მრავალეროვნული სწავლების დროს პარტნიორი ქვეყნების კონტინგენტისთვის განახორციელონ მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის მიღების, განთავსებისა და შემდგომში გადაადგილების (RSOM) და გადასროლილი ქვედანაყოფების კოტრაქტების ოპერაციები.

სამუშაო შეხვედრა დღეს დაიწყო და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

Comments

comments

Related posts