You are here
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები – ნუსხა დამტკიცდა მთავარი პოლიტიკა 

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები – ნუსხა დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა დაამტკიცა.

დადგენილება

იხ.

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4305102

ამ დადგენილების თანახმად,

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს მიეკუთვნება:

1. სააერნაოსნო მომსახურება და მასთან დაკავშირებული ობიექტები.

2. საქართველოს ტელერადიოცენტრის ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის სახელმწიფო ქსელების ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სატელევიზიო სატელეკომუნიკაციო ანძები.

3. რკინიგზა და მეტროპოლიტენი.

4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  პენიტენციური  დაწესებულებები,  პენიტენციური  დაწესებულების გარე აკრძალული ზოლები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და და პრობაციის ბიუროების ადმინისტრაციული შენობები.

5. საქართველოს ფოსტის ინფრასტრუქტურა: სერვისცენტრები, გზავნილების დამუშავების (გაცვლის) ცენტრები.

6. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიწისქვეშა გეოფიზიკური ლაბორატორია.

 

Comments

comments

Related posts