Home » ბლოგი » „ნუ გავიმეორებთ 1937 წლის წითელ ტერორს, თორემ გავხდებით შთამომავლობის დასაწყევლნი!..“

„ნუ გავიმეორებთ 1937 წლის წითელ ტერორს, თორემ გავხდებით შთამომავლობის დასაწყევლნი!..“

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

ზურაბ აბაშიძე – კიდევ ერთი თოჯინა პუტინ-ივანიშვილის მარიონეტების თეატრიდან.

ჩემს წინა პოსტში კიდევ ერთხელ და ცალსახად გავაკეთე 2008 და 2012 წლების მოვლენების შეფასება და წარმოგიჩინეთ პირდაპირი ანალოგიები 1921 წლის საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების ისტორიულ გაკვეთილთან. ამ ახალი თოჯინის, ზურაბ აბაშიძის სცენაზე შემოყვანასთან დაკავშირებით მინდა დამატებით გავაანალიზოთ ის პროცესები, რომლებიც გასაბჭოებულ და ოკუპირებულ საქართველოში პირველი რამოდენიმე წლის მანძილზე ვითარდებოდა და მათი ანალოგიების შესახებ, რომლებიც აშკარად იკვეთება დღევანდელ ქოცურ-ჩეკისტურ რეალობაში.

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ რუსეთის ჩვენდამი დამოკიდებულებაში აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა. უბრალოდ სამყარო შეიცვალა და ეს ურევს კრემლის გეგმებს და ამიტომ ვერ ახერხებს პუტინი წინა საუკუნის პროცესების სრულყოფილად კოპირებას. პუტინისთვის ხელის შემშლელი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის არსებობა. ჩვენ მოვასწარით ის რაც ვერ მოასწრო ნოე ჟორდანიას ხელისუფლებას – ჩვენ მოვასწარით და შევცვალეთ მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის მენტალობა. ჩვენ დაუმტკიცეთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ თავისუფლება არის ის “ჰიქსის ბოზონი”, რომელიც ყველაფერს სძენს წარმატებას. დიახ, ჩვენ დაუმტკიცეთ ყველას, რომ თავისუფლება განაპირობებს წარმატებას, კეთილდღეობას და სტაბილურ განვითარებას. ჩვენ დაუმტკიცეთ ყველას, რომ ბაბაიას დათვს უძახიან მხოლოდ ლუზერები და შედეგად ამ დათვის მსხვერპლნი ხდებიან გარდაუვლად. ჩვენ დაუმტკიცეთ ყველას, რომ თუ ღირსებას გაცვლი სიცოცხლეში, შემდეგ გარდაუვლად დაკარგავ სიცოცხლესაც. ზუსტად ეს არის უმთავრესი ფასეულობები, რომელზეც დგას ცივილიზებული სამყარო და წარმატებული, შემდგარი სახელმწიფოების თითოეული მოქალაქის მომავალი.

ისევე როგორც 21 წლის ოკუპაციისა და გასაბჭოების პირველ წლებშიბოლშევიკებს არ გადაუდგიათ ისეთი მკვეთრი ნაბიჯები, რომლებიც აფიქრებინებდა მოქალაქეებს, რომ ბოლშევიკები ებრძვიან საქართველოს სახელმწიფოს და მის დამოუკიდებლობას. რამოდენიმე წლის მანძილზე “გაწითლებულ” საქართველოში სისტემატიურად აღნიშნავდნენ დამოუკიდებლობის დღეს და თამაშობდნენ დამოუკიდებლობანას. ამ წლებში ბოლშევიკების მთავარი სტრატეგია იყო დაენერგათ მოქალაქეებში აზრი, რომ საქართველო ისევ დამოუკიდებელია, უბრალოდ ბოლშევიკები უფრო კარგები არიან ვიდრე დამხობილი ხელისუფლება. რომ, ბოლშევიკები უფრო ადამიანური სახის მატარებლები არიან, ვიდრე წინა ხელისუფლება. რომ, ზუსტად ბოლშევიკების მოსვლით აღსდგა სანუკვარი სამართლიანობა. ხომ არაფერს გაგონებთ ეს ვითარება? თუ ხედავთ პარალელებს დღევანდელ ქოცურ-ჩეკისტურ რეალობასთან? დიახ ბატონებო, სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგი ყველაზე შხამიანი ბოლშევიკური ნარკოტიკია დღესაც. არც დღეს არ აცხადებს ხელისუფლება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არაფერში სჭირდება და გაცილებით უკეთესი იქნება თუ თანამედროვე სსრკ-ში – ევრაზიულ კავშირში შევალთ. დღესაც აღნიშნავენ წმინდა აღდგომის დიდ დღესასწაულს და დღესაც გვაზეიმებენ დამოუკიდებლობის დღეს. ზუსტად ისე როგორც ეს ხდებოდა გასაბჭოების პირველ წლებში. ზუსტად ისევე გვიმტკიცებენ მხოლოდ იმას, რომ წინა მთავრობა იყო ცუდი და უბრალოდ ჩვენ, ახალმა მთავრობამ შევცვალეთ ისინო, რათა სანუკვარი სამართლიანობა აღგვედგინაო – “გაიხარე მუშავ წამებულო”! მაგრამ ზუსტად ისევე როგორც გასაბჭოების პირველ წლებში დღესაც მიდის წინა ხელისუფლების ლიდერების მეთოდური განადგურება, ზოგის ფიზიკურად, ზოგის დაპატიმრებით და ზოგის ემიგრაციაში გასტუმრებით. მერწმუნეთ, რომ დღეს უფრო მეტი ქართველია წასული ემიგრაციაში, ვიდრე გასაბჭოების შემდეგ გაიხიზნა საქართველოდან და მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეეგუენ და ვერ ჩაუმუხლეს ქოცურ-ჩეკისტურ ხელისუფლებას, ვერ დაინახეს თავისი პერსპექტივები ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის ნაოცნებარ საქართველოში.
უნდა იცოდეთ ჩემო თანამოქალაქენო, რომ ამ თვალთმაქცური პოლიტიკის შემდეგ ისევე როგორც წინა საუკუნის 36-37 წლებში აუცილებლად დაიწყება პოლიტიკური წმენდის უზარმაზარი ტალღა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქოცურ-ჩეკისტური ხელისუფლება ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ზუსტად იგივე მიზეზით იყო მოტივირებული წითელი ტერორი 36-37 წლებში.

აქვე მინდა დავამატო, რომ ახალი ტერორის ტალღა ისევე როგორც მაშინ აუცილებლად წალეკავს და შთანთქავს იმ ადამიანებს, რომელთა წყალობითაც მოვიდა ეს ქოცურ-ჩეკისტური ხელისუფლება 21-ე საუკუნის საქართველოში. თანაც ზუსტად თქვენ იქნებით პირველები რომელთაც დაგლეწავთ და დაგფქვავთ ოკუპანტი ძალა.

ჩემო მეგობრებო, არა გვაქვს უფლება დროის კარგვის და ლოდინის. თუ მაქსიმუმ ერთ წელიწადში არ დავასრულეთ ეს ქოცურ-ჩეკისტური ხელისუფლება, თუ ვერ მოვახერხეთ სტალინ-ორჯონიკიძის თანამედროვე ტანდემის – პუტინ-ივანიშვილის ამ ერთ წელიწადში დასრულება გარდაუვლად გავხდებით იმ პროცესების მომსწრე, რაც უკვე ისტორიული გაკვეთილია და ეწოდება 1937 წლის წითელი ტერორი. თუ დააკვირდებით მომავალი “ტროიკების” გამოჩეკვის პროცესიც უკვე დაწყებულია. გადახედეთ თუნდაც ფეისბუქს და ასეთ “წითელ” ჯალათებს მრავლად იპოვით თუნდაც თქვენი ფრენდების სიაში.

კიდევ ერთხელ ვიტყვი: ან ჩვენ ამ უახლოეს დროში დავაბრუნებთ საქართველოს წარმატებისა და განვითარების გზაზე, ევრო-ატლანტიკური, ცივილიზებული სამყაროს ოჯახში და შევალთ ისტორიაში როგორც სამშობლოსთვის თავდადებული გმირები, ან ყველა უკლებლივ დავასრულებთ ისე როგორც წითელი ტერორის მსხვერპლებმა ბოლშევიკური ოკუპაციის ეპოქაში და გავხდებით ჩვენი შთამომავლობის დასაწყევლნი, იმიტომ, რომ დავნებდით და შევეგუეთ.

P.S.
დღეს ქოცურ-ჩეკისტური ხელისუფლებაა იმ ბოლშევიკური ხელისუფლების გაგრძელება და საქართველოს მომავლის დამსამარებელი.

Facebook Comments
x

Check Also

დღეს რომ მშვიდობიანად ვარ თბილისში, ბატონი არჩილის გმირობის დამსახურებაა

“მე რომ დღეს მშვიდობიანად ვარ თბილისში, ეს ბატონი არჩილის გმირობის დამსახურება”, — ასე გაიხსენა დე ...