Home » მთავარი » “იგეგმება ფართომაშტაბიანი აქციები, სამთავრობო უწყებების და შესაძლებელია გზების პიკეტირებაც“

“იგეგმება ფართომაშტაბიანი აქციები, სამთავრობო უწყებების და შესაძლებელია გზების პიკეტირებაც“

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი უჩა მამაცაშვილს და ოთარ ფარცხალაძეს ხორბლის ბიზნესის ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებს.

გიორგი გუგავა ამბობს, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებსაც ხორბალი რუსეთიდან საქართველოში შემოაქვთ, ლარსის საბაჟოზე გააფრთხილეს, რომ 1 სექტემბრიდან მათთვის შეზღუდვები დაწესდება.

-მამაცაშვილ-ფარცხალაძის კლანი ხორბლის იმპორტის მონოპოლიზაციას ახდენს
,,კორუმპირებულმა ახლადგამომცხვარმა პრემიერმინისტრმა მცირე მეწარმეებს და მძღოლებს აუკრძალა სახმელეთო გზით ხორბლის შემოტანა. ამის უკან დგას მამაცაშვილ-ფარცხალაძის მაფიოზური ინტერესები. მათ სურთ ამ სფერის ხელში ჩაგდება, მონოპოლიზირება, რაც გამოიწვევს პურზე ფაისსი მატებას, ამასთან ერთად, უმუშევარი დარჩება ათასობით მძღოლი, რომელთაც კისერზე აწევთ ბანკის კრედიტები და ოჯახები ყავთ სარჩენი.
მივმართავთ ხელისუფლებას, კეთილი ინებონ ხელი, აიღონ ამ მაფიოზურ გადაწყვეტილებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამწარებული ხალხი გამოათრევს კაბინეტებიდან. იგეგმება ფართომაშტაბიანი აქციები, სამთავრობო უწყებების და შესაძლებელია გზების პიკეტირებაც.“-აცხადებენ ლეიბორისტულ პარტიაში.

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...