Home » მთავარი » აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც შავი ზღვის უნივერსიტეტი აირჩიეს, რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება

აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც შავი ზღვის უნივერსიტეტი აირჩიეს, რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იმ აბიტურიენტებს მიმართვს, რომლებმაც სასწავლებლად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აირჩიეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსურმა პრობლემებმა შესაძლოა, სასწავლო პროცესები სერიოზული რისკების წინაშე დააყენოს.

„უნივერსიტეტს სახელმწიფოს წინაშე აქვს შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისაგან თავის არიდების გამო დაუწესდა.

ამ რისკებთან დაკავშირებით და პრობლემების მოგვარების მიზნით, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ხარისხის ცენტრსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაცია. ამის მიუხედავად, პრობლემები ვერ მოგვარდა. ამიტომ, რისკების თავიდან ასაცილებლად, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება 1 წლით შეეზღუდა.

უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა ეხებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც წელს აირჩიეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მათთვის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობაგამარტივებული წესით. ისინი აირჩევენ სხვა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

თავად უნივერსიტეტის წარმომადგენლები კი აცხდებენ, რომ უნივერსიტეტს მობილიზებული აქვს სახსრები ჯარიმის დასაფარად.

იხ.

http://www.gmtv.ge/45490-2/

 

Facebook Comments
x

Check Also

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ჩვენს ხელთ არსებული ...