Home » მთავარი » “ამას აღარ ჰქვია პოლიტიკა, ეს ქაოსია, უნებლიე მოძრაობები აგონიის წინ!”

“ამას აღარ ჰქვია პოლიტიკა, ეს ქაოსია, უნებლიე მოძრაობები აგონიის წინ!”

ნანა ხომასურიძე

ა/ო დიადი იმედების ათასწლეული

-ტრაფარეტული გამოთქმაა- “პოლიტიკა ბინძურია! – არა მეგობრებო, პოლიტიკას ადამიანები ქმნიან.მათზეა დამოკიდებული ის ბინძური იქნება თუ სუფთა.

ნაპოლეონი ამბობდა,რომ პოლიტიკა უნდა აწარმოო თეთრი ხელთათმანებით. ასე, შეიძლება ამ თამაშში ხელთათმანი გასვარო ან არ გასვარო! და რა ხდება დღეს სახელისუფლებო პოლიტიკურ სარბიელზე?!-დაპირებული სუფთა თამაში გადასულია მარაზმში. ვის ებრძოდით და როგორი წარსულის მქონე პირებით შეავსეთ თქვენი რიგები??? ამას აღარ ჰქვია პოლიტიკა, ეს ქაოსია, უნებლიე მოძრაობები აგონიის წინ!

ვსვამ რიტორიკულ კითხვას, რატომ???

რატომ შემოიკრიბეთ და ასახელებთ კანდიდატებად ისეთ პირებს,რომლებსაც ხელები გასვრილი აქვთ წინა ხელისუფლების სიბინძურეში?

რატომ აცოცხლებთ მივიწყებაში გადასულთ, ნაცვლად იმისა,რომ პასუხი ეგოთ ჩადენილი დანაშაულისთვის?!

პირიქით,აღზევების ახალ გზებზე აყენებთ.ეს თქვენი კოჰაბიტაციის ნაწილია? ნუთუ კადრები შემოგელიათ?! არჩევანი დიდია,დღევანდელ პოლიტიკურ არენაზე მრავლად არიან პატიოსანი,სუფთა წარსულის მქონე პროფესიონალები,თუმცა თქვენი არჩევანი რატომღაც სისხლიანი ხელებისკენ იხრება.

რატომ?

ეს თქვენი არჩევანია და გსურთ თქვენც მათი პოლიტიკური ფინალი გაიზიაროთ თუ უბრალოდ,თქვენი პოლიტიკური სიბეცეა? თუ უვიცობის ზეიმი და დაუსჯელობის სინდრომის დათესვა?

Facebook Comments
x

Check Also

ბორდერიზაციის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრში…

-“ჩვენი ხელისუფლების ხელისშეწყობით, ატოცში რუსმა ოკუპანტებმა დღე “წარმატებით” დაასრულეს: 330 მეტრი წარმატებით შეღობილია, 147 ბოძზე ...