Home » მთავარი » ლეიბორისტული პარტია გმობს მომხდარს და ჟურნალისტის გათავისუფლებას მოითხოვს

ლეიბორისტული პარტია გმობს მომხდარს და ჟურნალისტის გათავისუფლებას მოითხოვს

ლეიბორისტული პარტია ჟურნალისტ ზაზა სვანაძესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

-ივანიშვილის თავგასული რეჟიმი უკვე ჟურნალისტების რეპრესიაზე გადავიდა.
გუშინ აეროპორტში დააკავეს ჟურნალისტი ზაზა სვანიძე, გამოხატვის თავისუფლების გამო; მხოლოდ იმიტომ რომ გაბედა და აეროპორტში, გერმანიის კანცლერის მანქანასთან ხმამაღლა გააპროტესტა საქართველოში დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებასთან არსებული პრობლემები.

ლეიბორისტული პარტია გმობს მომხდარს და მოუწოდებს ხელისუფლებას სასწრაფოდ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ. მსჯელობა სავარაუდოდ ...