Home » მთავარი » აბაშიშვილი: კონსენსუსი ვერ შედგა…

აბაშიშვილი: კონსენსუსი ვერ შედგა…

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი ჯიხში შევიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს თქვა, რომ კონსენსუსი ვერ შედგა.

„საქართველოს პრეზიდენტს სურდა, რომ შემდგარიყო ფართო კონსენსუსი უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ფართო კონსენსუსი საჭირო იყო იმისათვის , რომ კანდიდატურას ჰქონოდა დამტკიცების შანსი, მითუმეტეს იმ ფონზე როდესაც „ქართული ოცნება“ ღიად აცხადებდა, რომ ის არ მიიღებდა კონსულტაციებში მონაწილეობას. სამწუხაროდ ეს ფართო კონსენსუსი ვერ მოხერხდა, ფართო კონსენსუსის გარეშე, ფაქტია, რომ კანდიდატურის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის. შეგახსენებთ, რომ დღესაც საქართველოს პარლამენტში წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლების რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც პარლამენტი არც კი განიხილავს. სამწუხაროა, რომ კონსენსუსი ამ ეტაპზე ვერ შედგა“, – განაცხა აბაშიშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...