Home » თქვენი სათქმელი » „საპატრიარქოს მღვდლები შეთქმულებას მიწყობენ, ისევ ზიარებიდან განყენება და ეკლესიიდან “განკვეთა”..“

„საპატრიარქოს მღვდლები შეთქმულებას მიწყობენ, ისევ ზიარებიდან განყენება და ეკლესიიდან “განკვეთა”..“

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. სურს მისი სათქმელი საზოგადოებას მიაწოდოს.

დღეს რუბრიკაში

თქვენი სათქმელი

გიორგი ტიგინაშვილი

-ეს სამი მღვდელი, რომლებიც საპატრიარქოს დღევანდელი რეჟიმისა და მანკიერი სისტემის “სანიმუშო” ნაწილი არიან, ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში ჩემს დასჯაზე, ისევ ზიარებიდან განყენებასა და ეკლესიიდან “განკვეთაზე” კონფიდენციალურად ბჭობენ.

უპირველეს ყოვლისა მინდა შევახსენო თითოეულ მათგანს: იმის გამო რომ არგუმენტირებული ოპონირება, ობიექტური დისპუტი, კვალიფიციური მსჯელობა და კომპეტენტური პოლემიკა არ შეგიძლიათ, ადამიანს მტრად არ უნდა მოეკიდოთ, სამარცხვინო მუქარას არ უნდა მიეცეთ და გავლენიანი იერარქების ხელით სხვისი დასჯა არ უნდა განიზრახოთ მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლეს თქვენი ცენზურის გარეშე აჟღერებს და პრობლემებზე თავისუფლად და აკადემიურად საუბრობს. როგორც მინიმუმ, ეს ძალიან უხერხული, არაკორექტული და ანტიქრისტიანული საქციელია სასულიერო პირთა მხრიდან, თუმცა სულიერი ვალდებულებები, კაცობა, ზნეობა და სამღვდელო მოწოდება, რომ თქვენთვის ფარდობითია, ამას უკვე ყველა კარგად ხვდება. დასანანია ხედავდე კარიერიზმითა და ბოღმით მომართულ მამებს, რომელთაც იდეაში სამართლიანობისა და სიყვარულისაკენ მოუხმო ქრისტემ…

აქვე მოკრძალებით მსურს მივმართო აქ წარმოდგენილ სასულიერო პირებს: კანონიკური სამართლის რომელიმე მუხლიდან მაინც თუ ვერ მომიყვანთ საბრალდებო საფუძველს, უშუალოდ თქვენი პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ იმავე ორგანოში, რომელსაც თქვენ მკრეხელურად, ადამიანთა გასანადგურებლად მოიაზრებთ.

ვწუხვარ, რომ იმ სასულიერო პირის ვინაობის დადგენა (ვისაც აღსარებას ვეუბნები და ვისგანაც ვეზიარები ხოლმე) მხოლოდ იმიტომ გსურთ, რომ შემდეგში მასზე ჩვეული მეთოდით ზეწოლა, წნეხი და რეპრესიული ბრძოლა აწარმოოთ. მომიტევეთ და თქვენი რიტორიკა და შეგნება არაფრით განსხვავდება სიცილიელი მაფიოზების ხელწერისაგან.

გასაგებია, რომ აგონიურ ისტერიაში გიწევთ ყოფნა, რეალობას ვეღარ გრძნობთ, ვხედავთ რომ გაბოროტდით, ზოგიერთები უკვე ანაფორიან ბოლშევიკებად იქეცით და ინკვიზიტორებად ჩამოყალიბდით, მაგრამ მერწმუნეთ, მე რომც დავდუმდე, ქვანი იწყებენ ღაღადს იმ კრიზისზე, რომელიც თქვენ და თქვენისთანა უღირსმა თუ კონფორმისტმა მღვდლებმა შექმენით!.. ანაქსიოს!

გაფრთხილებთ: თქვენს მიერ მიჩქმალულ-ხელდაფარებული ჰომოსექსუალური, მრუშული და პედოფილური ლობის შესახებ ნუ აალაპარაკებთ ხალხს! ბიზნეს-კარტელებზეც მოგიწევთ პასუხისგება. ამიტომ როცა დასჯას გადაწყვეტთ, უბრალო და პატიოსან ადამიანებს განსხვავებული აზრისა და ფაქტოლოგიური მსჯელობის გამო კი ნუ ამოიღებთ მიზანში, არამედ გვერდით მიიხედ-მოიხედეთ და ცოტა ზევითაც მიაპყარით თქვენი მზერა, იქნება და შეგრცხვეთ მაინც!

დედა-ეკლესია, ოდესმე აუცილებლად გათავისუფდება მავნებელი, ცრუ და მერკანტილისტი “ანანია და საფირასაგან”!

დიდია უფალი! ახლა კიდევ არ გჯერათ, რომ ანდრია ჯაღმაიძემ და მისთანებმა, რამდენიმე თვის წინ მოსაყდრე შიოს ჩემი უზიარებლობით დასჯა გადააწყვეტინეს?..

აუცილებლად უნდა აღვნიშნო – მას მერე რაც გაიგეს რომ გაჟონა მათმა შეთქმულებამ, ერთმა მღვდელმა დაწერა:

დიახ, ის “საუბარი”, სადაც თქვენ და თქვენი თანამზრახველი ჯაღმაიძე და კიდევ ერთი ორი, შეთქმულებას მიწყობთ და კვლავ ზიარებიდან განყენებით იმუქრებით! ერთი რამე ცხადია, ასეთი კატეგორიის “მღვდლებს” ან ეკლესიაში არ ექნებათ მომავალი, ანდა, უკვე მათ ხელში, ეკელსიას არ ექნება არანაირი მომავალი! დეკანოზი გიორგი ყიფშიძე საპატრიარქოში არსებული პრობლემების მხილებას და განსხვავებულ აზრს “ეკლესიის მტრობას” უწოდებს, ხოლო საკუთარ კონფორმისტ თავს კი ეკლესიასთან აიგივებს! სირცხვილია!

და ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მათ. ესენი არიან: დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დეკანოზი გიორგი ყიფშიძე და მღვდელი ილია მერაბიშვილი).

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...