Home » მთავარი » „ჩვენს მხარს დავუჭერთ ერთ-ერთი კანდიდატს…”

„ჩვენს მხარს დავუჭერთ ერთ-ერთი კანდიდატს…”

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე ამ საპრეზიდენტო არჩვენებთან დაკავშირებითაც

„ჩვენს მხარს დავუჭერთ აუცილებლად ერთ-ერთი კანდიდატს. ჩვენი პოზიცია არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე ამ საპრეზიდენტო არჩვენებთან დაკავშირებითაც. აქედან გამომდინარე, ჩვენი ჩართულობა იქნება აქტიური, თუმცა ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლება არჩევნებში“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიცია 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი.

„დღეს გვარებზე საუბარი არ არის სწორი. ჩვენ ჯერ გადავხედავთ იმ წრეს კანდიდატებისა, რომელიც ჩამოყალიბდება 8 სექტემბრის შემდეგ და სწორედ 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.​

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...