Home » თქვენი სათქმელი » “რატომ დუმს საპატრიარქო? მღვდელმსახურები ბიზნესინტერესებში ცვლიან ახალგაზრდების ბედს?!.”

“რატომ დუმს საპატრიარქო? მღვდელმსახურები ბიზნესინტერესებში ცვლიან ახალგაზრდების ბედს?!.”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

გიორგი მუხიგულაშვილი

უფლებადამცველი

რამოდენიმე წლის წინ კაზანტიპის ფესტივალს აპროტესტებდა სამღვდელოება და მერე უცებ გაჩუმდნენ, გამიკვირდა, დავფიქრდი, გავარკვიე და აღმოჩნდა, რომ ფესტივალზე იმ წყლის შეტანას ითხოვდა რამოდენიმე მეუფე, რომლებიც თვითონ აწარმოებენ “სნო”-ს!

ამ პროტესტს სარჩულად დაედო არა გარყვნილებასო! მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბიზნეს ინტერესები უფრო აღელვებდათ, ვიდრე გარყვნილების და სიბინძურის აფიშირება , გავიდა წლები, ტარდება უამრავი მსგავსი ფესტივალები შედის იქ წყალი “სნო”,  იყიდება ათმაგ ფასებში და არც ერთი მღვდელმსახური აღარ იღებს ხმას .

ჩვენ გვახსოვს წინა წელს დაღუპული 22 წლის გოგონა, ჩვენ გვახსოვს წელს დაღუპული 21 წლის ბიჭი, მაგრამ არც ეხლა ჩანს სამღვდელოება .

დღეს წმინდა სინოდის წევრები და მაღალი იერარქიაში მყოფი მღვდელმსახურები ბიზნეს ინტერესებში ცვლიან ქართველი ახალგაზრდების ბედს და თან ყველაფერს აკეთებენ რომ გაუქარწყლონ რწმენა ადამიანს .
განა რა გაგყვებათ ამ ქვეყნიდან ესე გაწუწკებულები რომ ხართ?
განა რამდენი უნდა იშოვოთ ანაფორის ხარჯზე, რომ გაძღეთ და ხალხისკენ გაიხედოთ?
განა რამდენი მილიონი უნდა იშოვოთ, რომ ღმერთი გაგახსენდეთ ?
დააკნინეს გაანადგურეს გაასწორეს მიწასთან მართლმადიდებლობა ბიზნეს ინტერესების ხარჯზე .
რატომ არ დგას გარდაცვლილი მოზარდის გვერდით სამღვდელოება? რატომ არ უხდის ბოდიშს მის ოჯახს იმისთვის რომ მათ ვერ ან არ აკრძალეს მსგავსი ფესტივალები ?

რატომ დუმს საპატრიარქო?

რატომ აღარ გააპროტესტეს იქ ახალგაზრდების დაწამლვა ?

გამოვიდნენ და ზუსტად იმ სამღვდელოებამ გაგვცეს პასუხი რომლებიც წლების წინ იქ ანაკლიაში ფესტივალებს აპროტესტებდა

 

Facebook Comments
x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...