Home » ექსკლუზივი » გურიის კრიმანჭულივით გზებიდან პირდაპირ რომში…

გურიის კრიმანჭულივით გზებიდან პირდაპირ რომში…

თამთა მეგრელიშვილი

ეს ლუკა შარაშენიძეა, ერთი შეხედვით უბრალო ბიჭი, თუმცა…

ვხვდებით გურიაში, ოდა სახლში. ის ხელებს შლის და ღიმილით მეგებება… პიტნის ჩაისა და მეზობლების გადაძახილის ფონზე ვიწყებთ საუბარს იმაზე, რაზეც მას ზოგადად საუბარი არ სჩვევია, ან, უბრალოდ, არ უყვარს…

…და მაინც, ჩემი კითხვა გვაბრუნებს საქმიან რეჟიმში:

– როდის და როგორ დაიწყო შენი მუსიკალური კარიერა?

 უხერხულად ეღიმება და იწყებს:

– ხუთი წლიდან ანსამბლ მართვეს სოლისტი ვიყავი; თერთმეტი წლის ასაკში ჩავირიცხე ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში საგუნდო სადირიჟორო სპეციალობაზე; შემდეგ ჩავირიცხე creative education studio (CES) ხმის ინჟინერიაზე. რთული იყო ეს გზა, თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ საინტერესოდ გრძელდება. გურული კრიმანჭულივითაა ჩემი სავალი გზა.

– რომელ მუსიკალურ ჟანრს ანიჭებ უპირატესობას?

-კონკრეტულად არცერთს. მე მელომანი ვარ და მომწონს ის, რაც გემოვნებიანია.

– ალბათ გიფიქრია, თუ რას ნიშნავს შენთვის მუსიკა.

– მუსიკა ჩემთვის ყველაფრის აღქმა და ყველაფერთან შეგუებაა, მოკლედ კი – ყველაფერია! იცი, მუსიკა ლაპარაკობს?! ის ჩემი სამყაროა. მასში ჩემი ინტეგრაციაა. თუკი რაიმეა გალაქტიკაში, ეს არის მუსიკა!

კრიმანჭულივით საოცარ გზაზე რა იყო შემდეგ?

ფიქრობს…

– ჩემი ხმის ჩამწერი სტუდია; თანამშრომლობა ცნობილ მუსიკოსებთან და ბენდებთან, როგორებიც არიან: ბლუზ ბენდი tBlues Mob, J.C Smith სხვანი; მიწვევა რადიო „აფხაზეთისა“ და „დარდიმანდის“ ხმის რეჟისორად; ქალბატონ მარინა თავართქილაძის თაოსნობით შექმნილი კვარტეტი „მოდერატო“, რომლის „სრულუფლებიანი“ წევრი ვარ. (ეღიმება) ჩემთვის დიდი მოტივაციაა კონსერვატორიის სტიპენდიანტობა. რადგან წარჩინებული სტუდენტი ვიყავი, ჩემი საბუთები გაიგზავნა Saint louis college of Rome -ში, სრული დაფინანსება მოვიპოვე და სტიპენდიაც დამენიშნა.

-ანუ გურიის კრიმანჭულივით გზებიდან პირდაპირ რომში?!

– ხო, ასეა, ასე! …

წარმატებები ვუსურვოთ გურულ, ერთი შეხედვით უბრალო ბიჭს – ლუკა შარაშენიძეს.

Facebook Comments
x

Check Also

„საბრძოლო მომზადების კუთხით ჩვენ ნატოსთან თავსებადები ვართ“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადების დონე ნატოს სტანდარტების შესაბამისია – ამის შესახებ ...