Home » მთავარი » “აი, ასეთ ლოგიკასთან გვაქვს საქმე დღევანდელ საქართველოში…”

“აი, ასეთ ლოგიკასთან გვაქვს საქმე დღევანდელ საქართველოში…”

სოსო მანჯავიძე

-სადამდე შეიძლება დაეცეს ზნეობისგან დაცლილი,სიხარბისგან აგზნებული ადამიანი!
თურმე ახალგაზრდების მოწამლვა ანაკლიაში პოლიციის და
“რეპრესიული ნარკოპოლიტიკის” ბრალი ყოფილა.

ისინი უშლიან ხელს ბასიანელებს და ძმათა მათთა ,რომ ხალხში შეიტანონ განათლება ნარკოტიკების სწორი მოხმარების შესახებ.

ასე,მაგალითად, დაღუპულ ახალგაზრდას არ ცოდნია,რომ მდმ-ი და ექსტაზი ერთად არ უნდა მიეღო
ისმის კითხვა-რატომ არ იცოდა მან ამის შესახებ?

იმიტომ, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში ვერ მიიღო ინსტრუქცია ნარკოტიკის მოხმარების წესებზე..

ასეთ არაინფორმირებულობას კი თავიდან აგვაცილებს ნარკოტიკების სრული ლეგალიზაცია.
ადამიანებს ჩაუტარებენ ტრენინგებს ნარკოტიკების “სწორი” მოხმარების შესახებ,ხოლო ისინი მოახდენენ თავისუფალი განვითარების კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას.

ამდენი გამოცდილი ნარკომანის პატრონი საქართველო ხომ საერთოდ უძლეველი გახდება.
“ნახევარი გრამი მდმ-ი და ორი ექსი ერთად,დაულევია,რათა შვილო,რატომ იკლავთ თავს”-მიმართავს ნაჯა ორაშვილის მამა,თამაზ ორაშვილი დაღუპულს.

“ზომაა საჭირო ყველაფერში”-ამატებს კომენტარებში.

აი,ასე დაიტირა კლუბ “ბასიანის” მეპატრონის მამამ დაღუპული.

სვიფტი.,ჰარმსი, ორუელი-,ყველა ერთად გამახსენდა.

“ბავშვს რომ თავი მოვაგლიჯე,მაინც ვერ იცოცხლებდა,წვრილი კისერი ჰქონდა,ხოლო სისხლის ლოკვა კი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით”.

აი ასეთ ლოგიკასთან გვაქვს საქმე დღევანდელ საქართველოში.

Facebook Comments
x

Check Also

ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ნება არ გააჩნია

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, ყველა იმ დეპუტატის ...