Home » ექსკლუზივი » წყარო: „თბილისელების სასტავი“, რომლებიც „ოცნების“ მეორე სერიაში გამოჩნდებიან…

წყარო: „თბილისელების სასტავი“, რომლებიც „ოცნების“ მეორე სერიაში გამოჩნდებიან…

ვინ არიან ე.წ. „თბილისელების სასტავი“, რომელიც „ოცნების“ მეორე სერიაში გამოჩნდებიან…

სააგენტოს წყარომ აცნობა, რომ „ქართულ ოცნებაში“ მეორე სერია იწყება.

-მეორე სერია ასეთი იქნება-მეორე დაჯგუფება ვინც იხეირა გახლავთ ე.წ „თბილისელების სასტავი“, რომელშიც შედიან ძმები გაჩეჩილაძეები, გოგა ხაინდრავა, ლაშა ნაცვლიშვილი, კოკა გუნცაძე და სხვები. საკმაოდ დისკრედიტირებული ნაკრებია, მაგრამ ივანიშვილს გარკეულ ეტაპზე მსგავსი „ტიპები“ სჭირდება, გინდა არ გინდა გარკვეული სიტყვა მათაც ეთქმით. ამის დასტურია ლაშა ნაცვლიშვილის პარტიაში ოფიციალურად გადაბარგება, მას საკმაოდ სერიოზული ფუნქციები დაეკისრება-გვითხრა წყარომ.

გოგა ხაინდრავას ხსენებაზე თავისთავად დაიბადა რეპლიკა-ჩაყვინთავს „ჰეროკრატიასავით“.

-ზოგი ჩაყვინთავს და ზოგის, სულ რომ არავინ ელოდება-ამოყვინთავს.

წყაროს სიტყვებში ლოგიკა დღეს სალომე ზურაბიშვილის კომენტარის შემდეგ დავინახეთ, როცა მან განაცხადა:

„არავინ არის ჩართული იმ მხრივ, რომ ჩემი საარჩევნო ფონდი ახლახან შეიქმნა, მე ვარ ჯერჯერობით ერთადერთი დამფინანსებელი ამ ფონდში, ჩემი პირადი დანაზოგით ვინ იქნება ხვალ და, როცა იქნება ამას ძალიან საჯაროდ ვიტყვი არაფერი დასამალი არ არის. თუ იქნებიან გაჩეჩილაძეები მივესალმები, თუ იქნებიან სხვები ამასაც მივესალმები“

ასე რომ არც სალომე ზურაბიშვილი გამორიცხავს მის გვერდით გაჩეჩილაძეების გამოჩენას.

აი , გოგა ხაინდრავას ხსენებაზე კი ალექსანდრე ახალკაცის უკმაყოფილო სახე ნამდვილად გაგვახსენდა, როცა ინტერვიუს დროს ამბობდა- ჰეროკრატია” – რეიტინგიც არ ყოფილა სახარბიელო, ბევრად მეტს ველოდი ფილმისგან…”

ინტერვიუ იხ.

http://www.gmtv.ge/%e1%83%b0%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98%e1%83%aa/

Comments

comments

x

Check Also

“არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგაგდონ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ…“

„ჟურნალისტები არ არიან ქვეყნის მტრები და ვერასოდეს იქნებიან, რაკი ქვეყნის არ არიან, შესაბამისად, არც ხელისუფლებას ...