Home » მთავარი » გაუარესებული კრიმინოგენური მდგომაროება თუ წინა წლებში დამალული სტატისტიკის შედეგი?

გაუარესებული კრიმინოგენური მდგომაროება თუ წინა წლებში დამალული სტატისტიკის შედეგი?

IDFI – აქვეყნებს ანალიზს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კრიმინოგენული მგომარეობის შესახებ ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხება: https://bit.ly/2NtJUMI

 

2018 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემების წინა წლებთან შედარება, ცალსახად მიმდინარე წელს ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის და გახსნის მაჩვენებლის მკვეთრ გაუარესებაზე მიუთითებს. თუმცა, სტატისტიკის რაიმე მეთოდოლოგიური ცვლილებების ან სხვა განსაკუთრებული წინაპირობის არარსებობის ფონზე, მოკლევადიან პერიოდში კრიმინოგენური მდგომარეობის და პოლიციის საქმიანობის ამსახველი მონაცემების მკვეთრი გაუარესება მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს განვლილი წლების სტატისტიკის სანდოობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ვარაუდს მნიშვნელოვნად ამყარებს, განვლილ წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თანმიმდევრულად სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისგან თავის არიდება და ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს თუ საერთაშორისო საზოგადოებისათვის ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გაცნობა.

IDFI მიესალმება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლიდან , დანაშაულის სტატისტიკის შეუყოვნებლად ყოველთვიურად გასაჯაროების დამკვიდრებულ პრაქტიკას. ამასთან, სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად ინსტიტუტი სამინისტროს მოუწოდებს:

საზოგადოებას დეტალურად განემარტოს, სტატისტიკის მიხედვით 2018 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის და დანაშაულის გახსნის მაჩვენებლების მკვეთრი გაუარესების მიზეზები;

 

– 2018 წლის საწყის 7 თვეში დანაშაულის სტატისტიკის მკვეთრი გაუარესების ერთერთ მიზეზად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, განხილული იქნას, წინა წლებში დანაშაულის სტატისტიკის შესაძლო ფალსიფიკაცია და აღნიშნულის დადგენის მიზნით სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა უზრუნველყოს მოკვლევის ჩატარება.

 

იხილეთ ანალიზი სრულად აქ: https://bit.ly/2NtJUMI

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...