Home » მთავარი » ახალგაზრდა იურისტები წულუკიანს ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ

ახალგაზრდა იურისტები წულუკიანს ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა კვლევა. სადამკვირვებლო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრი არა ადეკვატურად იყენებს კანონის მიერ მინიჭებულ მანდატს, როგორც უწყებათაშორისო კომისიის თავმჯდომარე.

თეა წულუკიანმა საია-ს ანგარიში გააპროტესტა, სადაც საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრების ნათესაური და მეგობრული კავშირებით დანიშვნაზე.

„ჩვენ ვსაუბრობდით სავარაუდო შემთხვევებზე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ნათესაურ კავშირებთან ამ სხვა ტიპის კავშირებთან. რამაც, შესაძლოა გავლენა მოახდინა კონკრეტული წევრების ადმინისტრაციაში დანიშვნასთან მიმართებით. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ნაწილი მედიაში გავრცელდა, ნაწილი ჩვენ თავად გადავამოწმეთ, ჩვენი რეგიონული ოფისების თანამშრომლების საშუალებით. ნაცვლად იმისა, რომ ამ ინფორმაციის შესწავლა მოეხდინა უწყებათაშორის კომისიაზე და გადაემოწმებინა რამდენად რეალური შეიძლება ყოფილიყო, მინისტრის მხრიდან ხდებოდა დემონსტრირება, მხოლოდ ცალმხრივი განხილვა ამ დოკუმენტის, ითხოვდა ისეთ მტკიცებულებებს, რომლის პირდაპირი  შექმნა და მოტანა შეუძლია მხოლოდ კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებს და მათ ხელეწიფებათ ამის გადამოწმება,“ – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

უწყებათაშორის კომისიაზე იუსტიციის მინისტრმა მოწოდება გააკეთა, რომ არსამთავრობო ორგანიზაციებმა „თავი შეიკავონ ცესკო-ს დისკრედიტაციის მცდელობის ან ამგვარ მცდელობაში მონაწილეობისგან, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე.

მმართველ გუნდში თეა წულუკიანის პოზიციას იზიარებენ. პარლამენტის თავმჯდომარე სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ  წულუკიანმა კომისიის ფორმატი წარმოდგენად აქცია და მისი გადადგომის მოთხოვნას ძალაში ტოვებენ.

Facebook Comments
x

Check Also

“ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ,არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და მოახმაროთ ხალხს…”

პაატა ჯიბლაძე “მემარცხენე ალიანსის” საორგანიზაციო მდივნი ჩვენი პარტიის, ,,მემარცხენე ალიანსის”აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ სხვადასხვა საინფორმაციო ...