Home » მთავარი » “დაგეგმილი პროვოკაციაა, ჩვენ არავის ვართმევთ მოსავალს…”

“დაგეგმილი პროვოკაციაა, ჩვენ არავის ვართმევთ მოსავალს…”

“ჩვენ არავის ვართმევთ მოსავალს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ქალაქს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კახა კალაძე დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აღკვეთის ფაქტს გამოეხმაურა და ის დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასა.

”რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც თითქოს ზედამხედველობის სამსახური გარემოვაჭრეებს არბევდა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავისვართმევთ მოსავალს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ქალაქს. ეს კანონი დღეს არ მიგვიღია და მე არ მიმიღია. თბილისში გარევაჭრობა კანონდებლობით აკრძალულია და ზედამხედველობის სამსახური ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისში აღვკვეთოთ ყველანაირი გარევაჭრობა. დედაქალაქში არსებობს სავაჭრო სივრცეები იმისათვის, რომ კანონის დაცვით განხორციელდეს ეკონომიკური საქმიანობა და არავინაა შეზღუდული ამ მიმართულებით, თუმცა ცენტრალურ ქუჩებზე ამგვარი საქმიანობა კატეგორიულად მიუღებელია. თუ ჩვენ ამაზე თვალს დავხუჭავთ, ქალაქში მივიღებთ სრულ ქაოსს და განუკითხაობას. შესაბამისად, გარე ვაჭრობის აღკვეთა კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს “, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში გარემოვაჭე საუბრობდა, თითქოსდა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მას სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლისთანავე ჩამოართვეს მოსავალი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

აქ თუ ის ხდება, რაზეც საუბრობენ, ეს ხალხი პასუხისგებაშია მისაცემი.რატომ არ გამოიძახეს პატრული და არ შეადგინეს იქმი?შესაძლოა არც არიან მერიიდან. ყველა შემთხვევაში უნდა გაირკვეს და დაისაჯონ.სასტიკი წინააღმდეგი ვარ მოუწესრიგებელი და უნებართო გარე ვაჭრობის, ოღონდ არა ამ ფორმით. რატომ უნდა ჩამოართვა, რა უფლებით?რაიონებში უნდა მოეწყოს ბაზრობები. მთელ მსოფლიოშია.რკინიგზის ვაგზლის, მეტრო ვარკეთილის, სხვა მეტროების მიმდებარე ტერიტორიებზე ვერ გაივლი გარე ვაჭრობის გამო. განსაკუთრებით სამარცხვინოა ციგნების მოუწესრიგებელი მაწაწნწალობა პირდაპირ ვაგზლის წინ. იმათ არაფერს ართმევენ.ეს რა ყაჩაღობაა? ამხელა ჭაღარა კაცი რას კადრულობს?ეჭვი მეპარება მერმა დაავალა ერთი ვედრო ხილის ჩამორთმევა.დაჯდება ეს და სადღეგრძელოებს გააბამს, ვაზის, გლეხის…

Gepostet von Amiran Salukvadze am Montag, 27. August 2018

მერის განცხადებით, აღნიშნული პირი, მიუხედავად გაფრთხილებისა, ორი  დღის განმავლობაში ახორციელებდა კანონით აკრძალულ საქმიანობას, მესამე დღეს კი, კანონის ფარგლებში მისი საქონლის კონფისკაცია განხორციელდა.

„ეს ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა იმ კონკრეტულ ადგილზე და ცდილობდა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების გამოწვევას – მოიხსენიებდა უხეში სიტყვებით, აყენებდა შეურაცხყოფას. აშკარად ჩანდა, რომ ეს იყო პროვოკაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიწყეთ ამის მოკვლევა. დავავალე ჩვენს შესაბამის სამსახურებს, ოფიციალურად მივმართეთ დინამოს სტადიონის დირექციას, რომ ამოგვეღო ვიდეო კადრები, რომელსაც თქვენც მოგაწვდით, რათა ყველაფერი ნათელი იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ ადამიანი, რომელიც თავს გლეხად ასაღებდა, სინამდვილეში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელია.

„იდენტიფიცირება მოხდა ამ ადამიანის, რომელიც თავს გლეხად ასაღებდა. ის გახლავთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, უბრალოდ მე ახლა თავს შევიკავებ და არ გავაგრძელებ საუბარს, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს ეს ადამიანი. მგონი, საზოგადოება ყველაფერს მიხვდება და გაიგებს“, – განაცხადა მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოიყოს კვირაში ერთი დღე, როდესაც დედაქალაქის ყველა რაიონში მოეწყობა სპეციალური ბაზრობები, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ეკონომიკური საქმიანობა განახორციელონ. თბილისის მერმა რაიონის გამგებლებს ამ თემაზე მუშაობა დაავალა.

„თუ არის საჭიროება,  მივმართოთ გამგეობებს, გამოვყოთ ერთი დღე ყველა რაიონში, სადაც მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ცივილურად, როგორც ბევრ ქვეყანაში ხდება ამ ტიპის ბაზრობების მოწყობა ერთი დღით. მობრძანდნენ და ყოველგვარი გადასახადის გარეშე, მივცემთ ამის შესაძლებლობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

ვიზიტის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯარის ინფრასტრუქტურის ...