Home » მთავარი » „ბათუმობას“ ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი ახალი რეკორდის დამყარებას გეგმავს

„ბათუმობას“ ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი ახალი რეკორდის დამყარებას გეგმავს

1 სექტემბერს,”ბათუმობას”, ბეგლარ ელბაქიძე მსოფლიო საზღვაო რეკორდის მოხსნას გეგმავს. ის უკვე ბათუმშია და ინტერსიურად ემზადება ხვალინდელი დღისთვის.

საზღვაო-სარეკორდო მარათონის   ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოებაა.

ხვალ ბათუმლებსა და ბათუმის სტუმრებს მართლაც რომ საინტერესო სანახაობა ელოდებათ. ზეზელა ცურვის დიდოსტატი, ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი ბეგლარ ელბაქიძე ზეზელა, მხედრული ხელებაღმართული სტილით, ულასტოდ, შეუჩერებლად, სპეცკოსტიუმისა თუ სხვა დამხმარე საცურაო საშუალების გარეშე, მხოლოდ ფეხური ცურვით, დაძლევს 14 ოლიმპიურ დისტანციას – 21 კილომეტრს, 10-11 საათში, სტარტიდან ფინიშამდე – ბათუმის შუქურიდან ქობულეთის სტადიონის მიმდებარე ზღვის სანაპირომდე.

დასაწყისი: დილის 8:00 საათი.

Facebook Comments
x

Check Also

პრობლემა ვიცით ყველამ, ახლა მოქმედებებისა და მუშა მიდგომების დროა…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტის წინაშე გამოსვლებით დასტურდება, რომ ხელისუფლებისთვის ცხადია ყველა ძირითადი ...