Home » მთავარი » სიცოცხლის მოსპობის მუქარა, წინაპართა დაზიანებული საფლავები – თავდასხმა შშმ პირზე (ვიდეო)

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, წინაპართა დაზიანებული საფლავები – თავდასხმა შშმ პირზე (ვიდეო)

ჯონი გრიგოლია

უფლებადამცველი

ყაზბეგის რაიონში, დაბა სტეფანწმინდაში მოხდა აღმაშფოთებელი ფაქტი. 25 აგვისტოს საღამოს 6-7 საათზე, დაბა სტეფანწმინდის მცხოვრები გიორგი ხახლიშვილი თავს დაესხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეს ომაზ კოჭლამაზაშვილს.

ბატონი ომაზი თავისი წინაპრების (ბებიის და ბაბუის) საფლავებს ასუფთავებდა რა დროსაც მოხდა მასზე თავდასხმა და შეურაცყოფის მიყენება. ჩაქუჩის ქნევით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ასევე თავდამსხმელის მხრიდან უმსგავსო ვანდალიზმი, დაზიანებულია წინაპართა საფლავები. მსგავსი შემთხვევა 2011წ. ივლისის თვეშიც მოხდა და „რატომღაც“ სასამართლო ბრალდებულისთვის მხოლოდ ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლა.
კატეგორიულად მოვითხოვთ სამართალდამცავი ორგანოებისგან ინციდენტზე სწრაფ და ობიექტურ რეაგირებას. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამასთანავე საკითხი ეხება შშმ პირზე განხორციელებულ თავდასხმას და წინაპართა საფლავების შეურაცყოფას.

დაბა სტეფანწმინდაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი სცემეს – ადვოკატ ხათუნა დადიანის და პაატა გრიგოლიას ბრიფინგი.

⭕️LIVE: დაბა სტეფანწმინდაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი სცემეს – ადვოკატ ხათუნა დადიანის და პაატა გრიგოლიას ბრიფინგი

Gepostet von Prime Time am Freitag, 31. August 2018

Facebook Comments
x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...