Home » მთავარი » „უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება იქნება ფრიად ეპოქალური მოვლენა“

„უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება იქნება ფრიად ეპოქალური მოვლენა“

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გადაწყვიტა. მოსკოვის პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს შესთავაზა, ამ საკითხზე დიალოგი დაიწყოს.

„დიდი სიამოვნებით, მაგრამ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას (დამოუკიდებლობას) მიიღებს, ეს უკვე გადაწყვეტილია. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ სვლას“, – განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

საკითხს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ეხმიანება:

-იმედია წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული უკრაინის ეკლესია, რომლის დედა-ეკლესიაც ისტორიულად კონსტანტინეპოლია, აუცილებლად მოიპოვებს ავტოკეფალიას და გათავისუფლდება კოლონიალისტური თუ იმპერიალისტური მარწუხებისგან.

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება იქნება ფრიად ეპოქალური და ღირსსახსოვარი მოვლენა, რადგან ისტორიული სამართლიანობა აღდგება და რეგიონშიც ერთგვარად განეიტრალდება კრემლის იდეოლოგიური მდგენელი. იმედია ამ ფაქტს, არ მოყვება რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის განახლება და უკრაინის ტერიტორიაზე ოკუპაციის გაღრმავება ინტერვენციის ძალადობრივი გზით.

ჩვენდა წილად კი საქართველოს ეკლესია ვალდებულია გაიზიაროს ამჟამინდელი კანონიკური მოცემულობა, ისტორიული რეალობის რეტროსპექტივა და უპირობოდ შეუერთდეს “კონსენსუს პატრუმს” უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალურობასთან დაკავშირებით, რომლის სუვერენიც მსოფლიო საპატრიარქოა და რომლის მინიჭების დისკრეციაც (ტომოსის უფლება) კანონისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსს ნამდვილად აქვს! ჩვენ ვალდებული ვართ ძმადმოყვარებისა და ეკლესიის საყოველთაოობის პრინციპით ევქარისტიულ ერთობაში შევიდეთ ერთმანეთთან!

უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია – აქსიოს!

Facebook Comments
x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...