Home » მთავარი » ყურადღება! ამოქმედდა თამბაქოს რეალიზაციისა და განთავსების წესები

ყურადღება! ამოქმედდა თამბაქოს რეალიზაციისა და განთავსების წესები

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მიხედვით

იხ.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1160150

1 სექტემბრიდან აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს გარედან. დარღვევაზე ჯარიმა 2 000 ლარი, განმეორებისას კი 4 000 ლარია.

ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელა, საფერფლე და პორტსიგარა, რომელზეც არ არის დატანილი სასაქონლო ნიშანი ან დასახელება. იკრძალება აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება.

ასევე იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალო მიწოდებით- ე.წ. დრაივთამბაქო. დარღვევაზე ჯარიმა 2 000 ლარი, განმეორებისას კი 4 000 ლარია. აკრძალულია თამბაქოს ღერებით ან შეფუთვის გარეშე რეალიზაცია- ჯარიმა 150 ლარი, განმეორებისას კი 300 ლარია.

ამასთან, აკრძალულია სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს რეალიზაცია – ჯარიმა 200 ლარი, განმეორებისას კი 400 ლარია. იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია 18 წლამდე პირებზე –  ჯარიმა 150 ლარი, განმეორებისას კი 300 ლარია.

 

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...