Home » მთავარი » „მე და ჩვენი ფრაქცია „კონსერვატორები“ სიამოვნებით დავუჭერდით მხარს სალომეს“

„მე და ჩვენი ფრაქცია „კონსერვატორები“ სიამოვნებით დავუჭერდით მხარს სალომეს“

პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორები“ მხარს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ.

მართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს. ეს გადაწყვეტილება ჯერ გამოცხადებული არ არის, მაგრამ მე პირადად და ჩვენი ფრაქცია „კონსერვატორები“, „ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტია, სიამოვნებით დავუჭერდით მხარს სალომე ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილი ჩვენი თანამებრძოლია. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით დაპირისპირებული მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან და მეტიც, იყო ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან მებრძოლი ქალბატონია, რომელსაც არასდროს დაუხევია უკან არც ერთი, ყველაზე მწვავე პრობლემის წინაშეც და ის იქნება ღირსეული პრეზიდენტი“ – განაცხადა ძიძიგურმა.

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...