Home » მთავარი » IDFI – საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვა

IDFI – საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვა

IDFI – იმ გამოაქვეყნა მასალა, რომელიც ეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საეჭვო შესყიდვებს: https://bit.ly/2Q4f9iS

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ადაპტაცია-ცვლილების და საპროექტო სამუშაოს შესყიდვა შეიცავს რისკებს, რომლებიც აღნიშნულ შესყიდვას საეჭვოს ხდის.

შესასყიდ სამუშაოზე ელექტრონული ტენდერი არ გამოცხადდა;

დადებული ხელშეკრულება არაა ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაში;

ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც დაარსდა ხელშეკრულების ხელმოწერამდე 1 დღით ადრე;

კომპანიის მფლობელსა და შემსყიდველი უწყების მინისტრის მოადგილეს შორის არის ნათესაური კავშირი;

კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობა არ მიუღია სხვა სახელმწიფო შესყიდვაში.

ჩამოთვლილი გარემოებები ქმნის საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალმა თანამდებობის პირმა/პირებმა გამოიყენეს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსება, რათა სახელმწიფო შესყიდვების კანონის გვერდის ავლით, პირდაპირი წესით გაეფორმებინათ კონტრაქტი მინისტრის მოადგილის ძმის მიერ ხელშეკრულების დადებამდე 1 დღით ადრე შექმნილ კომპანიასთან. მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ გამოვლენილი საეჭვო გარემოებებით უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება.

ჩვენ მიერ გამოვლენილი ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის გავრცელება მთავრობის სარეზერვო ფონდებით გაწეულ ხარჯებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესების გამჭვირვალობა, კონკურენტული გარემო და საეჭვო გარიგებების პრევენცია.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...