Home » თქვენი სათქმელი » ალბათ ხალხი დაფიქრდება… როდემდე?!!!!

ალბათ ხალხი დაფიქრდება… როდემდე?!!!!

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

შორენა კოწოწაშვილი

ჟურნალისტი

როგორც კი ჩაუღრმავდები დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფალთა გადაწყვეტილებებს,მარტივი მისახვედრია, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მუდმივად ქვეყნის გარეთა ინტერესების დაკმაყოფილებას ეწირება ეს პატარა ქვეყანა.

მარტივია, ადამიანები პირველ ეტაპზე პირად კეთილდღეობას აყენებენ და ნაკლებად ადარდებთ, ბევრად მნიშვნელოვანი თემები, მით უმეტეს სახელმწიფოებრივი ინტერესები. მწვანე დოლარები და ევროები უფრო მომხიბვლელია, ვიდრე ეროვნული საგანძურის გაფრთხილება, მოვლა-პატრონობა; ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა; მიწის, საძღვრების პატრონობა; ნებისმიერი ქართველის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ა.შ. ჩვენ ხომ ნარკოტიკებში უნდა ჩავიხრჩოთ, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ჩაგვწიხლონ და საკუთარი ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტების გასაღების ბაზრად აქციონ ქვეყანა, რომელიც თურმე მხოლოდ სადღეგრძელოების დონეზე გვიყვარს! ეს კი პირადი კეთილდღეობის ფასად უნდა ვაკეთოთ. არაერთი ფაქტი მომისმენია უცხოელებთან მიმართებაში. მათი სისასტიკის დამადასტურებელი.

ორი დღის წინ კი თბილისში 12 წლის ბიჭის გაუპატიურების შესახებ გვიყვებოდა ნაცნობი, რომელმაც ძლივს დააღწია თავი (ირანელს თუ თურქს, რა ნიშვნელობა აქვს); გვიყვებოდა მისი მშობლების და ახლობლების მდგომარეობის შეხსახებ და გული კიდევ ერთელ მომიკვდა. ვის ადარდებს რიგითი მოქალაქის ცხოვრება და ბედი?! მთავარია, ქვეყანაში ვიღაც შემოვიდეს და ფული დახარჯოს… არ ვიცი, ოღონდ მართლა, რამდენს გაუძლებს ეს ქვეყანა!..

კიდევ, მიგრანტების ანუ უცხოელების ინტერესების დაკმაყოფილება. ისევ უცხოური ვალუტის ხიბლის გამო. რომელიმეს თუ რამე არ მოეწონა, მერე ტელეეთერები დავუთმოთ და თითი ვაქნევინოთ ჩვენზე. ალბათ ხალხი დაფიქრდება…

როდემდე უნდა ხდებოდეს სამშობლოს, ქვეყნის, სარწმუნოების და ერის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება?!.

Facebook Comments
x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...