Home » მთავარი » „გამოჩნდა კანდიდატად შაშიაშვილი და მე უკვე ვიცი ვის მივცემ ხმას“

„გამოჩნდა კანდიდატად შაშიაშვილი და მე უკვე ვიცი ვის მივცემ ხმას“

დღეს რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე  საინიციატივო ჯგუფმა  საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება გააგრძელა.

თავისი ხელმოწერა დააფიქსირა თამაზ ჭეიშვილმა და განაცხადა, რომ ის არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ მას მერე, რაც შაშიაშვილი კანდიდატად დარეგისტრირდა, უკვე იცის ვის მისცემს ხმას.

საორგანიზაციო ჯგუფი აცხადებს, რომ ნებისმიერ მსურველს ხელმოწერის გაკეთება შეუძლია კვირის სხვა დღეებშიც საინიციატივო ჯგუფის ოფისში, 15 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, კოსტავას 6, მეორე სართული.

Facebook Comments
x

Check Also

ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ნება არ გააჩნია

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, ყველა იმ დეპუტატის ...