Home » მთავარი » ყურადღება! თუ ჯერ კიდევ არ მიგიტანიათ საბუთები ბაღებში დამატებით რეგისტრაციაზე…

ყურადღება! თუ ჯერ კიდევ არ მიგიტანიათ საბუთები ბაღებში დამატებით რეგისტრაციაზე…

ბაღებში დამატებითი რეგისტრაციისთვის საბუთების მიღება 7 სექტემბერს სრულდება

🔊🔊🔊🔊 თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დამატებითი რეგისტრაციისათვის განაცხადების მიღება 7 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება. დამატებითი რეგისტრაციის მსურველებს განაცხადის წარდგენა, ერთდროულად, რამდენიმე საბავშვო ბაღში შეუძლიათ.

განაცხადების განხილვისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
➡️ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები;

➡️ დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა);

➡️ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები;

➡️სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს);

➡️იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი;

➡️სხვა დანარჩენი განცხადებები.

რეგისტრაციის მსურველებმა კონკრეტულ საბავშვო ბაგა-ბაღს უნდა მიმართონ განცხადებით და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.
➡️ კერძოდ, ბავშვის დაბადების მოწმობა;
➡️რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ბინადრობის ფაქტი;
➡️სამედიცინო ცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის;
➡️ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ; ➡️თანამშრომლის შვილის შემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში.

განაცხადების მიღება სასურველ ბაგა-ბაღში იწარმოებს, საიდანაც მათი გადაგზავნა ბაღების მართვის სააგენტოში მოხდება. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბავშვი შესაბამის ბაგა-ბაღში ჩაირიცხება.

🔊🔊🔊 ამასთანავე, გაცნობებთ, რომ კვლავ შესაძლებელია ელექტრონული რეგისტრაცია სააგენტოს ვებგვერდზე ვაკანტური ადგილის არსებობის შემთხვევაში.

გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში შესაძლებელია 2 წლის ასაკიდან.

უკვე რეგისტრირებული აღსაზრდელის შემთხვევაში, საბავშვო ბაღში სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

1. დაბადების მოწმობის ასლი
2. 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული)
3. ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა
4. მშობლების პირადობის მოწმობის ასლი

🔊🔊🔊🔊აღსაზრდელის რეგისტრაციის გადამოწმება შესაძლებელია ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდზე

http://kids.org.ge/registration/registration-formreg

🔊 2018-2019 სააღმზრდელო წელი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 17 სექტემბერს დაიწყება.

🌸 გისურვებთ წარმატებებს.

Facebook Comments
x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...