Home » მთავარი » გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული სამხედრო თავდაცვის სამინისტროდან დაითხოვეს

გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული სამხედრო თავდაცვის სამინისტროდან დაითხოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ სამხედრო მოსამსახურეზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1981 წელს დაბადებული ხ.შ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-11 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ხ.შ., გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ბრალდებულმა, 1988 წელს დაბადებული თ.ც.-ს გაუპატიურება სცადა. მსხვერპლმა ხ.შ.-ს წინააღმდეგობა გაუწია და ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხ.შ. მომხდარიდან მალევე დააკავა.
გამოძიება გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით მიმდინარეობს”, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შსს-ს მიერ სამხედრო მოსამსახურისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, ის თავდაცვის უწყებიდან დაითხოვეს.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება და პასუხობს

სახელმწიფო აუდიტის კრიტიკულ დასკვნას, სადაც წერია, რომ სამხედრო სამსახურის პერიოდში, მოსამსახურეებს დროებითი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს ...