Home » მთავარი » ბორჯომის ნაკრძალში ხანძრის ჩაქრობას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია

ბორჯომის ნაკრძალში ხანძრის ჩაქრობას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია

ბორჯომის ნაკრძალში ხანძრის ქრობას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი 43 წლის ივანე კუპრაძე ხანძრის ქრობის დროს დაიღუპა.

სალიკვიდაციო სამუშაოების დროს რეინჯერს ხე დაეცა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვადაგიანმა დაადასტურა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

Facebook Comments
x

Check Also

სააღდგომო ლიტურგიას თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გეგმავს, სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს. „მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ...