Home » მთავარი » სკოლაში მიღების წესი ასაკთან დაკავშირებით გადასახედია

სკოლაში მიღების წესი ასაკთან დაკავშირებით გადასახედია

ნინო გულბათაშვილი

ბაღების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

წესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სკოლებში არ ხდება ბავშვების მიღება თუ ბავშვი 17 სექტემბრისთვის არ არის 6 წლის, არის ცუდი და ეს უკვე ყველამ ვიცით და უამრავი პრეტენზია მოვისმინე ამის შესახებ.

ფაქტია, რომ დღევანდელი თაობა, გონებრივად ბევრად უფრო განვითარებულია, სხარტია, სმარტია და პროგრესულია, ვიდრე მე და ჩემი თაობა ვიყავით მაგ ასაკში.

ასევე ფაქტია, რომ ყველა ასეთი ბავშვის შენახვა უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს, კონკრეტულად კი მუნიციპალიტეტებს, რადგან ისინი რჩებიან ბაღში, ხოლო ბაღის ასაკის ბავშვები რჩებიან ბაღს მიღმა.

ცოდოა 21-ე საუკუნეში დაბადებული და მცხოვრები ბავშვი, რომელიც იძულებულია

ა) ბაღში იჯდეს 1 წლით პატარებთან

ბ) სკოლაში იჯდეს 1 წლით პატარებთან

გ) სკოლა დაამთავროს მოწიფულ ასაკში.

ასევე, ისედაც 12-წლიანი სასკოლო განათლების რეალობაში, ბავშვები წვერულვაშით და მართვის მოწმობით ამთავრებენ სკოლებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ზუსტად 6 წლისები შედიან სკოლაში და ხშირ შემთხვევაში მეთერთმეტე კლასიდან უკვე მანქანით დადიან სკოლებში …

არადა გვაქვს გამოცდილება, როდესაც ბავშვებმა, რომლებიც 5-ს პლიუს ცოტა ასაკში შევიდნენ სკოლებში, დაძლიეს პროგრამა და არაფრით ჩამოუვარდებიან თვეებით უფროს კლასელებს.

გულწრფელად მიმაჩნია, რომ ეს წესი გადასახედია და როგორც მინიმუმ, 31 დეკემბრის ჩათვლით, ანუ კონკრეტულ წელიწადს დაბადებულ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ უფლება წავიდნენ სკოლაში, ანუ მანამ სანამ მუტაცია დაეწყებათ, რადგან ყმაწვილკაცობისა და ყმაწვილქალობის ასაკი არ გაატარონ სკოლაში.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...