Home » მთავარი » „პარალელს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გავავლებ – ორმაგი სტანდარტების ბუმია!“

„პარალელს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გავავლებ – ორმაგი სტანდარტების ბუმია!“

ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი, გენერალი

-თეირანში დღეს სამეული შეიკრიბა. თურქეთმა, ირანმა და რფ-მ იდლიბის საკითხი განიხილეს.
მხოლოდ პუტინის სამ ფრაზას მოგახსენებთ, რომელთა პარალელს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გავავლებ, – ორმაგი სტანდარტების ბუმია.

1. პუტინი: “აშშ-ს სურს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საბაბით ბოევიკები დარტყმიდან გამოიყვანონ.”

სამაჩაბლოში რუსეთის ჯარის შეყვანის საბაბად რუსეთის მოქალაქეების დაცვას იმიზეზებენ. ჯერ ეზო-ეზო პასპორტები არიგეს, შექმნეს რუსეთის მოქალაქეები, შემდეგ “დაიცვეს”

2. პუტინი: “სირიას აქვს უფლება აღადგინოს წესრიგი სუვერენულ ტერიტორიაზე”.

საქართველოს არ ჰქონდა და არ აქვს უფლება წესრიგი აღადგინოს სუვერენულ ტერიტორიაზე? ოსებს, რომლებიც მხოლოდ საუკუნეზე ოდნავ მეტაია სამაჩაბლოში ცხოვრობენ, ყველაფრის უფლება აქვთ, ქურთებს სრულიად ხელოვნურად შექმნილ სირიაში, არ აქვთ, ხომ? შეგახსენებთ, სამოქალაქო ომი დაიწყო საპროტესტო გამოსვლებით, შემდეგ ქურთების გააქტიურებით. მხოლოდ შემდეგ ერთვება ე.წ. ისლამური სახელმწიფო. პუტინმა სირიის სამოქალაქო ომში, ცენტრალური ხელისუფლების მხარე დაიჭირა, საქართველოში – სეოარატისტების.

3. პუტინი: “სირიელ დევნილებს აქვთ უფლება დაბრუნდნენ.”

ჩვენს 350 ათას ლტოლვილს არ აქვთ არც დაბრუნების, არც წინაპართა საფლავების მონახულების, არც სალოცავების მოლოცვის უფლება.

ასეა. ჰოდა, რა თემებზე ებაასეთ მალაშენკოს და სხვა რუს ჟურნალისტებს?

კიდევ ერთი სიახლე. ზახარჩენკოს ნაცვლად “დნრ”-ის ლიდერად პუშილინი აირჩიეს. ერთსა და იმავე სიუჟეტში რუსეთის არხები “დნრ”-ს სახელმწიფოდ მოიხსენიებენ, ამავე დროს მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე საუბრობენ. მინსკი-2-ში არც “დნრ”, არც “ლნრ” ცალკე სახელმწიფოებად არ მოიხსენიება.

არც ასეთ თემებზე ესაუბრეთ მალაშენკოს და კომპანიას? აბა პროპაგანდასთან ბრძოლას რომელ მაგალითებზე გასწავლიდნენ?

არ მეღიმება, თორემ სასაცილოა

Facebook Comments
x

Check Also

რიტორიკა ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი ქართული ეკონომიკური ლანდშაფტის ფიქსირებული სიდიდეები გახდა: ინფლაცია და უმუშევრობა. ინფლაცია ასახავს ...