Home » მთავარი » პრეზიდენტი მზადაა შეხვდეს ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტებს

პრეზიდენტი მზადაა შეხვდეს ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტებს

ტელეკომპანია იბერია უკვე მეორე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ჟურნალისტები და არხის მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი,

განცხადება დღეს გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში გაკეთდა.

„ყველა წინა შემთხვევაში, როდესაც მედიას უკავშირდებოდა საკითხი, პრეზიდენტი იყო ძალიან აქტიური და ხშირად საჯაროდ და ღიად პოზიციონირებდა მსგავს თემებზე იმიტომ, რომ დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედიაგარემო არის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტი, რაზეც უნდა დაშენდეს ამ ქვეყნის სწორი და ძლიერი მომავალი. პრეზიდენტი არის საქმის კურსში, ის მზადაა, რომ შეხვდეს ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტებს, სხვა წარმომადგენლებს, მოისმინოს უშუალოდ მათგან ყველა ინფორმაცია და შესაბამისად, აქტიურად მიადევნოს თვალი ამ საქმის ირგვლივ არსებულ ყველა საკითხს,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობილია ისიც, რომ არხზე მიმდინარე პროცესებში გასარკვევად, პრეზიდენტი ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...