Home » ექსკლუზივი » „ბედნიერების ელჩი“ -არსენ გვენეტაძე – ვულოცავთ!

„ბედნიერების ელჩი“ -არსენ გვენეტაძე – ვულოცავთ!

მაია ცომაია

უამრავი ოჯახის გამხარებელ-გამბედნიერებელი ექიმი გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის არსენ გვენეტაძის რეგალიებისა და დამსახურებების ჩამოთვლას არ ვგეგმავ.

არსენ გვენეტაძე ჯერ კიდევ 15 წლის წინ ჟორდანიას სახელობის ინტიტუტში გავიცანი. მაშინ „ქალთა გაზეთში“ ვმუშაობდი და სისტემატურად ვესწრებოდი ბ-ნ არსენის ლექცია-სემინარებს, რომლებიც ჟურნალისტების ინფორმირებას ემსახურებოდა.

არსენ გვენეტაძის გამოსვლებს სულ ახლდა ის მომნუსხველი გარემოება , რომელიც მსმენელებს არ გვაძლევდა მოდუნების საშუალებას. ეს იყო ნამდვილი დღესასწაულისა და ბედნიერების წამები. დღესაც არაფერი შეცვლილა, არსენ გვენეტაძე, როგორც ექიმიც და ხელოვანი (წერს, ხატავს) არის მედიისთვის სასურველი, საინტერესო და პროდიქტიული სტუმარი. მისთვის წარმატების ფორმულა ბედნიერებაშია! არსენ გვენეტაძის ძირითად მოტივაციად იქცა ბრაიან თრეისის სენტენცია, რომელიც დიდ ვიზუალ-არტის ნახატად აქცია -პიროვნების ბედნიერების 85% ადამიანურ ურთიერთობებშია და მხოლოდ 15%-ია პროფესიულ ზეწარმატებაში!“

ახლა კი ყველაზე მთავარი – არსენ გვენეტაძისა და მისი გუნდის წყალობით წლის განმავლობაში 366 ქალი დაორსულდა, ბუნებრივი და ინვიტრო განაყოფიერების გზით!

1 ივლისს ბარსელონაში, ESHRES 34-ე საერთაშორისო კონგრესზე შედგა უშვილობის მკურნალობაში – ბოლო თაობის ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიის, ახალი აპარატის პრეზენტაცია. კონგრესს ესწრებოდა 12 ათასი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საინტერესო, მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონგრესზე წარმოდგენილ ახალი თაობის ინვიტრო განაყოფიერების აპარატს პროფესორ არსენ გვენეტაძის იდეით „ Chamber of Happiness” -“ბედნიერების სისტემა” დაერქვა და გაფორმდა მისივე არტით : „რჩეულთა ხვედრი- კვერცხუჯრედი“ ( ტილო, ზეთი, 60/50) , ანუ პრაქტიკულად ამ ტექნოლოგიის სიმბოლოდ იქცა.

„ბედნიერების სისტემის“ უპირატესობა:

• უფრო ბუნებრივი გარემო კვერცხუჯრედის განაყოფიერებისა და ემბრიონის განვითარებისთვის

• უკეთესი ფასი პაციენტისთვის არსენ გვენეტაძის და მისი გუნდის მუშაობის მთავარი თეზია:

პროფესიონალიზმი, პატიოსნება, საკუთარი თავისა და პიროვნების პატივისცემა, რომელიც ქმნის იმ წარმატებას, რომლის გამოხატულებაც არის ოფიციალურად სერტიფიცირებული ევროპული სტანდარტი.

„ბედნიერების ელჩს“ -არსენ გვენეტაძეს მის გუნდთან ერთად ვულოცავ ამ წარმატებას!

Facebook Comments
x

Check Also

ანონსი – კახა გვანცელაძე ახალი სასწავლო წლის დაწყებას N153-ე ბაღიდან მიულოცავს

ანონსი 2019 წლის 16 სექტემბერს, 09:30 საათზე, კახაბერ გვანცელაძე თბილისის N153-ე საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვევა და ...