Home » მთავარი » ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციებს აანონსებს

ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციებს აანონსებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა. ის 10 სექტემბრიდან აქციების დაწყებას აპირებს.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს და უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს.

“ქართული ოცნება” მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს. ამ საქმის გამოძიებას სხვა ხელისუფლება გააგრძელებს”, – ამბობს სარალიძე.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ დოკუმენტი  9 ხმით მიიღო. კომისიის 4 წევრი წინააღმდეგი იყო.

იხ.

http://www.gmtv.ge/46203-2/

შეგახსენებთ, რომ კომისიამ ჟურნალისტებს დასკვნის პირველი ნაწილი გააცნო.

იხ.

http://www.gmtv.ge/46006-2/

აქციების დაწყებას უკვე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე და განაცხადა, რომ  აქციებს, რომელიც ორშაბათიდან უნდა დაიწყოს, „ნაციონალური მოძრაობა“ ამზადებს. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ აქციას არ აქვს წარმატების პერსპექტივა.

იხ.

http://www.gmtv.ge/46335-2/

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი ის ფასდაუდებელი პრეპარატია, რომელზეც….

სამეცნიერო-ფარმაცევტული კომპანია “კამელინი” სისტემატურად იღებს მადლიერი პაციენტების წერილებს, ასევე კამელინის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე ...