Home » მთავარი » “დავანახოთ მსოფლიოს ჩვენი ერთობა, ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა”

“დავანახოთ მსოფლიოს ჩვენი ერთობა, ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა”

კახა კალაძე: ყველაფერი, რაც სპორტისგან შორს არის, გვერდზე უნდა გადავდოთ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ფეხბურთის გულშემატკივრებს 9 სექტემბერს, საქართველო-ლატვიას შორის გასამართ თამაშზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან სპეციალური მიმართვა სოციალური ქსელში გაავრცელა.

„დღეს ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სასურველი შედეგით ჩატარებული მატჩი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტის საწინდარი შეიძლება გახდეს. თუ გვინდა ეს წარმატება, თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ჩვენს ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, სამოქალაქო, პოლიტიკური პოზიცია, კონფრონტაციის თუ პროვოკაციის სურვილი, ყველაფერი ის, რაც სპორტისგან შორს არის და არეულობის, სირცხვილის მომტანია. ჩვენ უნდა დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთობა, ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა, ჩავიცვათ ნაკრების მაისურები, ავაფრიალოთ საქართველოს ეროვნული დროშა და გუნდის გულშემატკივრობისას გულწრფელები ვიყოთ. მგონია, რომ არავის ეპატიება და არც არავინ უნდა იკადროს პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში. პირიქით, დავანახოთ მსოფლიოს არა ერთმანეთისგან გაუცხოება და შუღლი, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ საქართველოს ნაკრებს გამარჯვება უსურვა.

„მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით, ნაკრები, გულშემატკივარი, სრულიად საქართველო, დღეს იმ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ, რომელიც შეიძლება იყოს საწინდარი ევროპის ჩემიონატზე ჩევნი მოხვედრისა. მგონია, რომ დღეს თამაშზე ბევრი ადამიანი მოვა და ნაკრებს ერთად ვუგულშემატკივრებთ. დღევანდელ შეხვედრაში აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

უეფას ახალი ტურნირის „ერთა ლიგის“ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება.

Facebook Comments
x

Check Also

კამელინის გამოყენებით სავსებით შესაძლებელია მალიგნიზაციის თავიდან აცილება

პრეპარატი კამელინი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს ან სხვა გვერდით მოვლენა. პრეპარატი ...