Home » მთავარი » “მაჟორიტარი დეპუტატები საჭიროების შემთხვევაში ზურაბიშვილის კამპანიაშიც ჩაერთვებიან”

“მაჟორიტარი დეპუტატები საჭიროების შემთხვევაში ზურაბიშვილის კამპანიაშიც ჩაერთვებიან”

ქართულმა ოცნებამ უკვე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერს. როგორც აღმოჩნდა, გუნდი მზადაა მთლიანად ჩაერთოს წინასაარჩევნო მარათონში და დეპუტატებიც კი გაყვნენ შეხვედრებზე კანდიდატს.

-„დავით მათიკაშვილის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატები იქნებიან მზად იმისთვის, რომ თავიანთ ოლქებში სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადონ მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში მის კამპანიაშიც კი ჩაერთონ და გაჰყვნენ მას ამომრჩეველთან შეხვედრისას.

„ფორმები თუ როგორ მოხდება მხარდაჭერა შეთანხმდება გუნდში. ცხადია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში. დანარჩენი არის  ელექტორატის გადაწყვეტილება. ჩვენ  ხაზს გავუსვამ ამას, ჩვენ ვუჭერთ ამ კანდიდატს იმიტომ მხარს, რომ ის გახლავთ წარმოდგენილი სპექტრიდან სწორედ ის, ვინც თავისი კრიტერიუმებით შეესაბამება ყველა იმ მნიშვნელოვან ამოცანას, რომელიც საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...