Home » მთავარი » ,,ჩემი ხმა – ჩემი მომავალია“

,,ჩემი ხმა – ჩემი მომავალია“

ქვემო ქართლის 4 მუნიციპალიტეტში (რუსთავი, გარდაბანი, ბოლნისი და მარნეული) ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა დასწავლების ცენტრის ხელშეწყობით ხორციელდება პროექტი ახალგაზრდა ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ამ რეგიონში პროექტს ა(ა)იპ ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართელოსათვის“ ანხორციელებს.

პროექტის ,,ჩემი ხმა – ჩემი მომავალია“ მიზანია აქტიური, ინფორმირებული ამომრჩევლის ჩამოყალიბება, მათში საარჩევნო ცნობიერების ამაღლება და არჩევნებში მათი აქტივობის გაზრდის ხელშეწყობა, ახალგაზრდებში არჩევნებისადმი ინტერესეს გაზრდა, მათთვის სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარება და  ჯანსაღი პოზიციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რაც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს; ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება საარჩევნო სფეროში; მათი ჩართულობა უშუალოდ არჩევნების პროცესში;

პროექტი წარმატებით ხორციელდება. ტრენინგები  უკვე ჩაუტარდათ გარდაბნის რუსთავის და ბოლნისის ახალგაზრდა ამომრჩევლებს. ხვალიდან პროექტის მონაწილეებს მარნეულის ახალგაზრდებიც შეუერთდებიან.

ნატალია ხოხიაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი) – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) 2017 წლის დეკემბრის ანგარიშში აისახა  2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახალგაზრდების დაბალი აქტივობის საკითხი, ხოლო ქვემო ქართლის რეგიონი ზოგადად გამოირჩევა დაბალი აქტიურობით, მაგ: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტივობა იყო 37,7%, 2014 წლის თვითთმართველობის ორგანოების არჩევნებზე აქტივობა იყო 37,9%, ხოლო ბოლო 2017 წლის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე აქტივობამ ამ რეგიონში 33,1% შეადგინა. კვლევებით დადგენილია, რომ  არჩევნებში აქტიურობა განსხვავდება, როგორც არჩევნების ტიპის (საპარლამენტო, საპრეზიდენტო, თვითმმართველობა, შუალედური), ასევე რეგიონის/ქალაქის/რაიონის თავისებურებების გათვალისწინებით, ეს ჩანს კიდეც ჩემს მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემებით, ამიტომ ვთვლი, რომ ამ მიმართულებთ საჭიროა უფრო მეტი მუშაობა, უნდა გაიზარდოს ახალგაზრდებში თვითშეგნების დონე, ისინი უნდა დარწმუნდნენ თუ რა მნიშვნელოვანია მათი ხმა არჩევანის გაკეთების დროს, რომ მათი ხმა მათი მომავალია.

თამთა ბენაშვილი (პროექტის მონაწილე): ტრენინგები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. მე წელს პირველად მივდივარ არჩევნებზე და გადავწყვიტე ნამდვილად მივიდე და ჩემი აზრი დავაფიქსირო, რადგან მივხვდი და გავიაზრე რომ თუ მივალ ამით შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, ჩვენი ხმა თითოეული ჩვენთაგანის არჩევანია, რა მომავალსაც ავირჩევთ ის მომავალი გვექნება. ამიტომ ყველა ჩემს თანატოლს მოვუწოდებ 28 ოქტომბერს მივიდნენ არჩევნებზე.

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...