Home » მთავარი » შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად მოსალოდნელია წითელა-წითურას ვირუსის გააქტიურება

შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად მოსალოდნელია წითელა-წითურას ვირუსის გააქტიურება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მშობლებს აფრთხილებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად მოსალოდნელია წითელა-წითურას ვირუსის გააქტიურება, ამიტომ მათი რეკომენდაციით, სასწავლო წლის დაწყებამდე აუცილებელია ბავშვების ვაქცინაციის ისტორია გადამოწმდეს და გამოტოვებული ასაკობრივი აცრები ბავშვებს დროულად ჩაუტარდეთ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წლის პირველ 6 თვეში დაავადების 1000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამ მონაცემით საქართველო ევროპის იმ 7 ქვეყანას შორის, სადაც წელს წითელას შემთხვევები ყველაზე მეტად გაიზარდა, მესამე ადგილზეა.

დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა:

-„ტარდება პერიოდული კამპანიები, იმუნიზაციის კვირეულები, წითელაზე სპეციალური კამპანიური აცრები არის პერიოდულად. 40 წლის ზემოთ ვინ ვართ, ვიცით, რომ საბჭოთა პერიოდში აცრილი ვართ  და 40 წლამდე ვინც ხართ, თუ არ გახსოვთ, რომ აცრილი ხართ, ახლავე მოგიწოდებთ, წახვიდეთ და აიცრათ. აცრა არის უფასო. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ იყოთ დაცული“.

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...