Home » მთავარი » იმედია განათლების მინისტრი გაითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნას

იმედია განათლების მინისტრი გაითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნას

განათლების სამინისტროში ცვლილებებია. მინისტრმა საკადრო ცვლილებები განახორციელა.

იხ.

http://www.gmtv.ge/46435-2/

საზოგადოებაში იმედი გაჩნდა, რომ ბევრი საჭირბოროტო საკითხიც გადაიხედება. ერთ-ერთი ასეთი თემაა სასკოლო ასაკი. ამას წინათ ბაღების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო გულბათაშვილმა ჩვენს სააგენტოზე სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

იხ.

http://www.gmtv.ge/46242-2/

მასალას საკმაოდ დიდი რეზონანსი ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა ყველას აღელვებს ეს საკითხი.

დაძლევს თუ არა 6 წლის ბავშვი სასკოლო პროგრამას და არის თუ არა გადასახედი სკოლაში მიღების ასაკი? ამ კითხვით 205-ს ბაღის აღმზრდელს ელზა ჩინჩახაშვილს დავუკავშირდით.

-ეს წესი ნამდვილად შესაცვლელია. არ შეიძლება ბავშვებს, რომლებიც 15 სექტემბრის მერე დეკემბრამდე არიან დაბადებულნი სკოლაში მიღებაზე უარი ეთქვათ. ბავშვებს უხდებათ სასკოლო პროგრამის მეორედ გავლა, რაც არანაირ პლოუსს არ გვაძლევს, პირიქით ბეზრდებათ.

ბავშვები არიან სრულად ჩამოყალიბებულები  და ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რომ მათ სკოლაში პრობლემა შეექმნებათ, ისინი მთელ წელს კარგავენ, არაფრი გულისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ მეთორმეტე კლასზე, ამიტომაა, რომ ბავშვები დაქალებულ- დავაჟკაცებულები ამთავრებენ სკოლას, იმედია განათლების მინისტრი გაითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნას და აუცილებლად გადახედავს აღნიშნულ საკითხს.

 

Facebook Comments
x

Check Also

„ნატოში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია“

„ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ვერ მოხდება“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ...