Home » მთავარი » “ვაზის და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას დანაშაულია ნარკოტიკების გამსაღებელი ქვეყნის იმიჯი მოარგონ!”

“ვაზის და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას დანაშაულია ნარკოტიკების გამსაღებელი ქვეყნის იმიჯი მოარგონ!”

 გიორგი თევზაძე

  უფლებადამცველი

-მივესალმები საქართველოს საპატრიარქოს მტკიცე პოზიციას მასზედ, რომ დღეს ერი და ბერი ერთად უნდა დადგეს საქართველოს ღალატის ტოლფასი ინიციატივის წინააღმდეგ, ვის სურს საქართველომ, რომელიც ვაზის და ღვთიშობლის წილხვედრი ქვეყნის იმიჯის ქვეყანაა, ნარკოტიკების გამსაღებელი ქვეყნის იმიჯი მოირგოს მსოფლიოში და ქვეყანაში „ბარონების“ ინსტიტუტი შემოვიდეს… ?

ამის დაშვება საქართველოს ღალატია! თუ ხმა თითეულმა მოქალაქემ არ ამოიღო და არ დაუპირისპირდა საქართველოსათვის ამ სამარცხვინო არაადეკვატურ გადაწყვეტილების მიღების მცდელობას, ყველანი ამ დანაშულის ნებით თუ უნებლიად თანამონაწილედ ჩავითვლებით და ამას არც ისტორია და არც მომავალი თაობები არავის არ აპატიებს!!!

ნუთუ ოდნავ სინდისის ქეჯნა არ აწუხებს იმ ადამიანებს ვინც წამოწია ეს საკითხი და ვისაც ხელეწიფება ამ საკითხისადმი გადაწყვეტილების მიღება? არ სრცხვენიათ იმათ,  რომლებიც მხარს დაუჭერენ მარიხუანის მრეწველობის დანერგვას ქვეყანაში, რაც თითქოს ქვეყანის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რადგანაც ხელისუფლებამ ვერ გამონახა ქვეყნის ეკონომიური განვითარების სხვა საშუალება… გარდა მარიხუანის მოყვანის და მისი საერთაშორისო ბაზარზე გატანისა?

დაწესდებაო მკაცრი რეგულაცია, მაგრამ  თავიდანვე ასეთი მიდგომა არაეფექტური შედეგის მომტანი იქნება, ხოლო ნებისმიერ რეგულაციაზე მსჯელობა ფაქტობრივად აღითქმევა საზოგადოების მხრიდან რეგალიზაციის მსჯელობათ, ამ „წინადადების“ ინიციატორებს ნებით თუ უნებლიედ არ სურთ გაიაზრონ, რომ ამით საქართველო დაკარგავს მომავალ თაობებს და მათ პოტენციალს, ხოლო ასეთი შედეგის მქონე საქმიანობიდან მიღებული არცერთი თეთრი არ ღირს შეტანილი ბიუჯეტში, რომელიც კითხვის ქვეშ დააყენებს ხვალინდელ დღეს.

ზოგიერთები აღნიშნავენ იმასაც რომ „მსუბუქი“ ნარკოტიკის მიმართებაში მიღებული საკონსტიტუციო გადაწყვეტილება საბოლოვო გადაწყვეტილებას ნიშნავს… ნუთუ არსებობს რაიმე გამოსავალი ამ ჩიხიდან ?! და ეს საკითხი თითქოს ჩიხშია მოქცეული. მივმართავ საპარლამენტო უმრავლესობას ბატონებო ! თუ თქვენ მართლა გუწრფელად გსურთ საზოგადოება და ქვეყანა გამოვიდეს ამ სამარცხვინო ჩიხიდან რაც გამოიწვია საკონსტიტუციო სასამართლოს არაადეკვატურმა თუ დანაშაულებრივმა გადაწყვეტილებამ, და თუ მაშინვე თავიდანვე არ იქნა ჩაფიქრებული რომ საქართველოში ამის შემდგომ დადგებოდა საკითხი მარიხუანას და პლანის გაშენების და მისი რეალიზაციისა რაზეც დღეს დაიწყო მსჯელობა, მაშინ არის გამოსავალი რომელიც უნდა გამოიყენოს საპარლამენტო უმრავლესობამ , კერძოდ არჩევნების გზით მოპოვეული საკონსტიტუციო უმრავლესობის უფლებები რითაც შესაძლებელია უნრავლესობამ შესწორება შეიტანოს დღეს მომქმედ კონსტიტუციაში ხოლო ახალი კონსტიტუციის პირობებში შესაბამის მუხლში რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით ფაქტიურად შეიძლება ითქვას პირდაპირ შეიჭრა პარლამენტის ფუნქციოებში და ქვეყანას თავს მოახვია ასეთი სახის გადაწყვეტილება რომელიც არცერთ ქვეყნას ვერ მოიყვანს მაგალითად სადაც ანალოგიური კანონი მოქმედებს მათშორის კოლუმბიის… თუ ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას მართლაც სურვილი აქვს გაუმჯობესდეს ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობა მაშინ საქართველოში ხელი უნდა შეეწყოს ტრადიციული მედიცინის დარგის განვითერაბას და ფიტო პრეპარატების მცენარეების მოყვანას რომლის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები საქართველოში გვყავს, და რასაც სარგებელთან ერთად ქვეყნისთვის სოლიდური ფინანსური სარგებლის მოტანაც შეუძლია. ვნახოთ ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.

Facebook Comments
x

Check Also

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუატატო მანდატი დატოვა

მარიამ ახალკაცი “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუტატო მანდატი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ...