You are here
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საგანგებო განცხადება მთავარი პოლიტიკა 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საგანგებო განცხადება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” განცხადება

ბოლო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ, მათ შორის არჩეულ პირთა მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით,  რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.

შესაბამისად, საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება.

სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით  დატოვეს დაკავებული თანამდებობები  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ გია გულორდავამ.

გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილებები.

„ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ, საქმით დაამტკიცა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

Comments

comments

Related posts