Home » თქვენი სათქმელი » “სამწუხაროა რომ ერთ-ერთი სასულიერო პირის გამოსვლა შეფასდა როგორც ხელისუფლებისადმი საპატრიარქოს მუქარა…”

“სამწუხაროა რომ ერთ-ერთი სასულიერო პირის გამოსვლა შეფასდა როგორც ხელისუფლებისადმი საპატრიარქოს მუქარა…”

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

-მქონდა პატივი დავსწრებოდი და მონაწილეობა მიმეღო კონფერენციაში თემაზე “ნარკოპოლიტიკა საქართველოში-გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება”

ვფიქრობ სამუშაო შეხვედრა მოხსენებებისა და დებატების ფორმატში ჩვენი როგორც სახელმწიფოს,საზოგადოებისა და სასულიერო პირების მაღალ მოქალაქეობრივ კულტურაზე მეტყველებს.
თემაზე მსჯელობისას აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად იგრძნობოდა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და საკითხისადმი პრინციპული მიდგომა.

სამწუხაროა რომ ერთ – ერთი სასულიერო პირის გამოსვლა შეფასდა როგორც ხელისუფლებისადმი საპატრიარქოს მუქარა რასაც არ ვეთანხმები რადგან მიმაჩნია რომ სურათი მთლიანობაში კონფერენციის მსვლელობისას გაჟღერებული მოსაზრებების,განწყობებისა და იქ შეკრებილი საზოგადოების დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და არა, სრული ჩანაწერიდან ამოღებული ფრაგმენტებით.

Facebook Comments
x

Check Also

`ქვეყანა ბუტკა არ არის”, „ქართული ოცნება” ანუ დაუჯერებელი ამბავი“ – „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ფრთამ პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა

„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართა. აქტივისტებს  პლაკატები ჰქონდათ წარწერებით: „ქართული ოცნება” დეპრესიაშია”, ...