You are here
ინტერპოლმა ტატუნაშილის წამებაში ბრალდებულზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა მთავარი პოლიტიკა 

ინტერპოლმა ტატუნაშილის წამებაში ბრალდებულზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა

13 სექტემბერს ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, საქართველოს მიერ 6 ივლისს მიწოდებული მასალების საფუძველზე ქართული მხარის მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილის და ლევან ქუტაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არჩილ ტატუნაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში წამების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული.

Comments

comments

Related posts