You are here
2020 წლისთვის ეროვნული გამოცდების ჩაბარების წესი იცვლება მთავარი პოლიტიკა 

2020 წლისთვის ეროვნული გამოცდების ჩაბარების წესი იცვლება

განათლების მინისტრმა 5-პუნქტიანი რეფორმა პრემიერთან ერთად იყალთოს სამონასტრო კომპლექსში წარადგინა. მისი გამოსვლიდან ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელი ფორმა ეროვნული გამოცდების იცვლება და 2020 წლისთვის ეროვნული გამოცდების ჩაბარების წესი იცვლება.

მინისტრის გნცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გადაფასდებაარსებული საგამოცდო სისტემა და 2020 წლისთვის განახლდება.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ვფიქრობთ, რომ განახლდება და განახლდება 2020 წლისთვის ეს არის ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც 2020 წლამდე მოხდება მისი შეფასება, რამდენად ეფექტურია, რამდენად ეფექტური იყო და რის მიღება გვინდა მომავალში, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ უკვე 2020 წლისთვის ჩვენს აბიტურიენტებს მიეცემათ განახლებული სისტემით ჩაბარების შესაძლებლობა, მაგრამ არ გვინდა, რომ ვიჩქაროთ იმ ნაბიჯებზე, როგორი უნდა იყოს ეს სისტემა,“ – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, განათლების რეფორმა ეხება ადრეულ და სკოლამდელ განათლებას, ზოგად განათლებას, პროფესიულს, უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას.

ბატიაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ  მთავარი აქცენტი განათლების ხარისხზე და პედაგოგებისთვის სახელფასო პოლიტიკის გადახედვაზე გაკეთდება.

 

Comments

comments

Related posts