You are here
გიგი წერეთელი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა მთავარი პოლიტიკა 

გიგი წერეთელი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი ერევანში სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ეუთოს ძირითადი პრიორიტეტები, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მნიშვნელობა, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველო-სომხეთს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს.

გიგი წერეთელი სომხეთში მიმდინარე საარჩევნო რეფორმის განხორციელების მიმდინარეობას მიესალმა და საარჩევნო სისტემის ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით ფართო პოლიტიკური კონსესუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“წლის დასაწყისში ხელისუფლებაში დრამატული ცვლილების შემდეგ, სომხეთის პოლიტიკური სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. მოხარული ვარ, რომ დაგეგმილი რეფორმების განხორციელებისთვის, პოლიტიკური ძალები კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამენ,  ფართო კონსენსუსი კი ორმაგად მნიშვნელოვანია. აშკარაა, რომ ამ პროცესის პასუხისმგებლობა სომხეთის ხალხისა და ხელისუფლების ხელშია. ეუთო და საპარლამენტო ასამბლეა კვლავაც მზად არიან მხარი დაუჭირონ ამ პროცესების შედეგს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელი პარლამენტის თავმჯდომარეს, აბა ბაბლოიანს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ზოჰრაბ მნაწაკანიანს, საპარლამენტო ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

ოფიციალურ შეხვედრებზე საუბრის მთავარ თემებს ისეთი საკითხები წარმოადგენდა, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება, საარჩევნო და ანტიკორუფციული კანონმდებლობა, რეგიონული თანამშრომლობა და ეუთოს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში სომხეთის ჩართულობა.

Comments

comments

Related posts