Home » მთავარი » “აქცია არ დაიშლება, ბოლომდე შვილმოკლული მამების გვერდით ვიქნებით” (ვიდეო)

“აქცია არ დაიშლება, ბოლომდე შვილმოკლული მამების გვერდით ვიქნებით” (ვიდეო)

დავით დოლიძე

პარლამენტთან აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და ინგოროყვას კლინიკაში სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ამ დროისთვის ექიმის, გიორგი გაფრინდაშვილის განცხადებით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თავს ნორმალურად გრძნობს.

ექიმის თქმით, ის კლინიკაში ძლიერი საერთო სისუსტით. მისი სასიცოცხლო ფუნქციები და ლაბორატორიული მონაცემები ამ ეტაპზე ნორმის ფარგლებშია.

„პაციენტს, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, ყოველთვის ვაძლევთ კვების რეჟიმის დაცვის რეკომენდაციას“, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

აქციაზე კი მოქალაქეები ისევ რჩებიან. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ტიტე გედენიძის თქმით, შესაძლოა სარალიძე და მაჩაკილაშვილი ღამით ისევ შეუერთდნენ მათ.

აქციაზე  ახალი ბანერი „გზავნილი მსოფლიოს“ დაიდგა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქცია გაგრძელდება და დაშლას არ აპირებენ. პარლამენტის წინ ამ დროისთვის ისევ რჩებიან მხარდამჭერები.

-“აქცია არ დაიშლება, ჩვენ ბოლომდე შვილმოკლული მამების გვერდით ვიქნებით”-აცხადებენ აქ მყოფი მოქალაქეები.

Facebook Comments
x

Check Also

„ნატოში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია“

„ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ვერ მოხდება“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ...