Home » მთავარი » „ვინც ხმას ყიდულობს, ქვეყანას გვიყიდის და ვინც ხმას ყიდის, მომავალს ყიდის!“

„ვინც ხმას ყიდულობს, ქვეყანას გვიყიდის და ვინც ხმას ყიდის, მომავალს ყიდის!“

16 სექტემბერს თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერთა ხელმოწერების ქუთაისში აღებული სტარტი ზუგდიდში დასრულდება.

პრეზიდენტობის კანდიდატი და მისი წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი 15 .00 დან 18 00 – მდე ზუგდიდელ მოქალაქეებს არაფორმალურ გარემოში, ჩვეულ ფორმატში შეხვდება. თემურ შაშიაშვილი უპასუხებს მოქალაქეებსა და რეგიონალურ მედიას მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

პარალელურად, ამ 3 საათის განმავლობაში(15 .00 დან 18 00 ამდე ) სწორედ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბულვარში (შადრევანთან), დასრულდება პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების პროცესი, რომელიც თემურ შაშიაშვილის წარდგენის დღიდან ხორცირელდება სამეგრელოსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.

 პრეზიდენტობის კანდიდატმა მთავარი გზავნილი სწორედ ზუგდიდიდან გააჟღერა.

 –ჩვენი მთავარი გზავნილი სწორედ სამეგრელოდანზუგდიდიდან უნდა წამოვიდეს!

მწამს და მჯერა, ზუგდიდში საინტერესო შეხვედრა და საუბარი გვექნება  – ყოველგვარი პომპეზურობის, ტაშისა და ფამილარობის გარეშე.

ტაშმა და მოჩვენებითობა, ხათრ და იძულებითმა შეხვედრებმა ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა და ქართული სული ლამის ბოლომდე შეიწირა.

აშკარაა, რომ სხვა სტანდარტების პოლიტიკა და ურთიერთობა გვჭირდება –  თუ ვფიქრობთ მომავლის საქართველოზე. წარსულს უნდა ჩაბარდეს  სოციალური დემაგოგია და ტყუილი პოლიტიკაში.

წარსულს უნდა ჩაბარდეს გარედან დაფინანსებული და მართული,უცხოელი იმიჯმეიკერების მიერ შეფუთული და მათ მიერ ხალხის მოტყუებაში გაწვრთნილი პოლიტიკოსები!

წარსულს უნდა ჩაბარდეს ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით დაკომპლექტებული მთავრობები, პარლამენტები, ადგილობრივი ხელისუფლებები.

წარსულს უნდა ჩაბარდეს დამკვიდრებული არაფორმალური მმართველობის სისტემა.

ქვეყანას ყველა დონეზე პიროვნებათა ხელისუფლება სჭირდება. ამის საფუძველი კი,  მაღალი რეპუტაციის ადამიანების შერჩევის სისტემის შემუშავება და დამკვიდრებაა. მისი გარანტი  ხალხთან  მუდმივი დიალოგის სისტემა და მეცნიერთა მონაწილებით შემუშავებული სახელმწიფო მოხელეთა, სახელმწიფო სამსახურების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები უნდა გახდეს.

ეს იქნება სისტემა, რომელიც ხელისუფლებაში არ გაიკარებს არაპროფესიონალს, გაუნათლებელს, გამოუცდელს, სუსტსა და  მატყუარას.  

სისტემა, რომელიც ძლიერზე რწმენის კაცზე, საქმის კაცზე იქნება დამყარებული.

სისტემა,რომელიც ნებისმიერ პოლიტიკოსს, სახელმწიფო მოხელეს ანგარიშვალდებულს გახდის   არა მისი უცხოელი,თუ ჩვენებური პატრონის, არამედ,  ხალხის წინაშე.

პოლიტიკის გასუფთავების პროცესი უცილბლად  უნდა წარიმართოს  ყოველგვარი დაპირისპირების, ანგარიშსწორების  ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფისა და  ქუჩის ბრძოლების გარეშე. საქართველოში საერთოდ ქუჩის პოლიტიკა და ქუჩის პოლიტიკოსების არპაში უნდა დამთავრდეს. ეს ქართული გზა არ არის!

ქართული გზა არ არის ფულის გაფეტიშება არჩევნებში. ყველას გასაგონად ვამბობ: ვინც ხმას ყიდულობს, ქვეყანას გვიყიდის და ვინც ხმას ყიდის, თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს ყიდის!

ჩვენ ასე ღიად უნდა ვესაუბროთ ჩვენს მოქალაქეებს – პრობლემებზე გულწრფელი საუბრებით აღვიდგინოთ მათი ნდობა.

თუ ისინი  გვენდობიან, ჩვენც უნდა ვენდოთ მათ და ყველანი ერთად – შეუძლებელს შევძლებთ, გამოვიყვანთ ქვეყანას ერთ  წრეზე მოტრიალე 30 წლიანი პრობლემების კასკადიდან.

ერთი კაცი, თუნდაც მილიონების პატრონი, ბედნიერი ვერ იქნება პრობლემებით  სავსე საზოგადოებაში. მხოლოდ ბედნიერი მოქალაქეების გარემოცვაში გვექნება მშვიდი სინდისი. სინდისთან თანხმობაში ყოფნა – აი, რა სჭირდება დღეს ქართველ პოლიტიკოსს.

საქართველოს ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსები გვაძლევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოყვანის საშუალებას, მხოლოდ სწორად მართვაა საჭირო. მართვის მექანიზმის დახვეწა კი სწორი და უტყუარი არჩევანის გაკეთების შემდგომ იქნება შესაძლებელი.

ჩვენ შეცდომის დაშვების დრო და უფლება  არა გვაქვს!

დიახ, მართალი საუბრით და პატრიოტი ადამიანების  თავგანწირული საქმიანობით შეუძლებელს შევძლებთ,  ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში!

Facebook Comments
x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...